Android Auto / CarPlay უსადენო ადაპტერი + ვიდეო სტრიმინგი
პროდუქტის კოდი: 103580
₾375.00₾230.00
გადააქციეთ თქვენი ავტომობილის ქარხნული სადენიანი Apple CarPlay ან Android Auto სრულიად უსადენო სისტემად! ამასთან ერთად, მიიღეთ წვდომა პოპულარულ ვიდეო პლატფორმებზე (YouTube, Netflix, Prime Video, IPTV) პირდაპირ ავტომობილის ეკრანზე. კომპაქტური Plug & Play მოწყობილობა იდეალურია სხვადასხვა ვედოებისა და ფილმების საყურებლად, მუსიკის მართვისთვის, ნავიგაციისთვის და hands-free ზარებისთვის. ავტომატური დაკავშირება და მრავალფუნქციური ინტერფეისი ზრდის კომფორტს. მოწყობილობას აქვს გაუმჯობესებული 4GB RAM + 32GB ROM მეხსიერება, სწრაფი H618 4-ბირთვიანი პროცესორი, Wi-Fi 6 და Bluetooth 5.4 მხარდაჭერა სტაბილური, უწყვეტი კავშირისთვის. უსადენო ადაპტერი მარტივად ერთდება მანქანის USB პორტში და უზრუნველყოფს სმარტფონთან სტაბილურ და უსაფრთხო კავშირს
- ბრენდი/მოდელი: Ottocast CA515
- პროდუქტის ტიპი: ავტომანქანის CarPlay ადაპტერი / Android Auto ადაპტერი / ვიდეო სტრიმინგი
- ფუნქციები: ავტომატური დაკავშირება; ვიდეოს, აპლიკაციების და ეკრანის პირდაპირი ტრანსლაცია ავტომობილის ეკრანზე, GPS, სტერეო, CarPlay, Android Auto, მაღალი გარჩევადობის აუდიო, Wireless Auto, Wireless CarPlay, Wireless Connection
- ჩაშენებული აპლიკაციები: YouTube, Netflix, Amazon Prime Video, IPTV, Spotify + დამატებითი აპლიკაციები App Hub-ის საშუალებით (Tubi, DAZN, TikTok და ა.შ.)
- ავტომანქანების მხარდაჭერა: ყველა ავტომანქანა, რომელსაც აქვს ქარხნული სადენიანი CarPlay-ს მხარდაჭერა
- მოწყობილობების მხარდაჭერა: iPhone (iOS 10 ან უფრო ახალი) და Android (Android 11 ან უფრო ახალი)
- ოპერაციული სისტემა: Android 12 (Closed System)
- პროცესორი (CPU): H618 Quad-Core (4-ბირთვიანი)
- ოპერატიული მეხსიერება (RAM): 4 GB
- შიდა მეხსიერება (ROM): 32 GB
- უსადენო კავშირი: Dual-Band Wi-Fi 6 (2.4GHz + 5GHz) / Bluetooth 5.4
- ინტერფეისი: USB Type-C / USB-A
- ვიდეო რეზოლუცია: ადაპტირებადი / ავტომატური. მაქსიმალური მხარდაჭერა - Full HD (1920 × 1080) @ 60Hz
- ზომები: 80.3 × 40 × 15 მმ
- წონა: 39.5 გრამი
- კომპლექტაცია: Ottocast Play2Video Ultra ადაპტერი, USB-C -> USB-A კაბელი/გადამყვანი, ინსტრუქცია
✅ უსადენო თავისუფლება - Ottocast ავტომანქანის Android ადაპტერი ათავისუფლებს თქვენს სალონს ზედმეტი სადენებისგან. ავტომატურად უკავშირდება როგორც iPhone-ს (Wireless CarPlay), ისე Android სმარტფონებს (Wireless Android Auto) ავტომობილის დაქოქვისთანავე
✅ ჩაშენებული ვიდეო აპლიკაციები - Ottocast მანქანის უსადენო ვიდეო ადაპტერი საშუალებას გაძლევთ უყუროთ საყვარელ ფილმებს, სერიალებსა და ვიდეოებს (YouTube, Netflix, Prime Video, IPTV) პირდაპირ მანქანის ეკრანზე (იდეალურია მგზავრობისას, რიგში დგომისას ან ელექტრომობილის დატენვის დროს)
✅ App Hub & დამატებითი აპლიკაციები - წინასწარ ჩაწერილი პლატფორმების გარდა, App Hub-ის საშუალებით შეგიძლიათ დაამატოთ 5-მდე თქვენთვის სასურველი აპლიკაცია
✅ მაღალი წარმადობა და სწრაფი რეაგირება - 4GB ოპერატიული (RAM) და 32GB შიდა მეხსიერება უზრუნველყოფს სისტემის სწრაფ, შეუფერხებელ და სტაბილურ მუშაობას
✅ სტაბილური და უსაფრთხო Closed Android 12 - ოპტიმიზებული და დახურული Android სისტემა უზრუნველყოფს, რომ ავტომანქანის Android Auto ადაპტერი იყოს დაცული ხარვეზებისა და სისტემური გაჭედვებისგან
✅ სრული ინტეგრაცია ქარხნულ მართვასთან - Ottocast მანქანის Android ადაპტერი ინარჩუნებს ავტომობილის ყველა ქარხნულ ფუნქციას — საჭის ღილაკებს, სენსორულ ეკრანს, ჯოისტიკს/ჯოისტიკ-ღილაკს და ხმოვან ასისტენტებს (Siri / Google Assistant)
✅ სწრაფი და უწყვეტი კავშირი - Ottocast მანქანის CarPlay ადაპტერი აღჭურვილია Dual-Band Wi-Fi 6 (2.4GHz / 5GHz) და Bluetooth 5.4 ტექნოლოგიით, რაც მინიმუმამდე ამცირებს დაყოვნებას
✅ ონლაინ განახლება (FOTA) - პროგრამული უზრუნველყოფის განახლება ხდება დისტანციურად (Over-The-Air) OttoPilot აპლიკაციის მეშვეობით, კომპიუტერთან მიერთების გარეშე
✅ დახვეწილი და კომპაქტური დიზაინი - IML ნაკაწრებისგან დამცავი საფარი და კომპაქტური ზომა იდეალურად ერგება ნებისმიერი ავტომობილის ინტერიერს
აუცილებელია ავტომობილს ჰქონდეს ქარხნული სადენიანი (Wired) Apple CarPlay-ს მხარდაჭერა
არ აქვს მხარდაჭერა ავტომობილებს, რომლებსაც აქვთ მხოლოდ Android Auto ან მხოლოდ უსადენო (Wireless) CarPlay
არ არის თავსებადი Sony-ს არაორიგინალ (Aftermarket) მონიტორებთან
თუ ავტომობილის ეკრანი არ არის სენსორული (არ აქვს Touch Control), Play2Video Ultra-ს მართვისთვის საჭიროა დამატებითი დისტანციური პულტი, ან უფასო აპლიკაცია - AiControl-ის ჩამოტვირთვა
Mitsubishi-ს მოდელების შემთხვევაში, გთხოვთ, შეკვეთის გაფორმებამდე დაგვიკავშირდეთ წინასწარ