კონფიდენციალურობის პოლიტიკა
პრეამბულა
დოკუმენტი გამიზნულია:
- www.carbox.com.ge-ს (შემდგომში - „ვებგვერდი“)მომხმარებლებისთვის (მათ შორის, ვიზიტორი, რეგისტრირებული, პოტენციური, არსებული ან/და ყოფილი მომხმარებელი);
- www.carbox.com.ge-ს მომხმარებლების კანონიერი წარმომადგენლების ან საკონტაქტო პირებისთვის;
- ნებისმიერი პირისთვის, ვინც უკავშირდება ქარბოქსს ან მის წარმომადგენელს და გამოხატავს ინტერესს მის პროდუქტებზე.
ზოგადი პირობები
- www.carbox.com.ge (შემდგომში - „ვებგვერდი“) წარმოადგენს ი.მ. ბესიკ შერაზადიშვილის (ს/კ 01003007825; მის.: თბილისი, მუხიანის IVბ მ/რ, კორპ. 20; ელ.ფოსტის მისამართი carbox.acc@gmail.com; საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 511 55 11 53; შემდგომში - „ქარბოქს“) საცალო შესყიდვების ონლაინ პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა მოიძიოს, დაათვალიეროს ან/და შეისყიდოს „ქარბოქსის“ მიერ განთავსებული პროდუქტი.
- „ქარბოქსი“ მომხმარებელთან/მონაცემთა სუბიექტთან ურთიერთობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძელზე.
- „ქარბოქსის“ ვებგვერდის გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს თანხმობას, რომ მისი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი არ არის თანახმა, რომ მისი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად მან დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს www.carbox.com.ge-ს გამოყენება.
მონაცემთა სუბიექტის მონაცემების მიღება
- მონაცემთა სუბიექტის მონაცემების მიღების წყაროს წარმოადგენს:
მონაცემთა სუბიექტის მიერ ვებგვერდის გამოყენება;
ვებგვერდზე რეგისტრაცია/ავტორიზაცია;
პროდუქტის მიღების მიზნით მომართვა (მათ შორის, სატელეფონო კომუნიკაცია, ელექტრონული მომართვა და სხვ.);
„ქარბოქსის“ დისტანციური არხებით სარგებლობა;
საჯარო წყაროები და მესამე პირები, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას.
მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემების დამუშავება/დაცვა
- „ქარბოქსი“ მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახდენს მისი კომპეტენციის ფარგლებში და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
- მომსახურების გაწევისას მონაცემთა სუბიექტთან ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, „ქარბოქსის“ მიერ დამუშავებული ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს ჩამოთვლილი კატეგორიების მონაცემებს, მათი დამუშავების მიზნის პროპორციული მოცულობით:
საიდენტიფიკაციო მონაცემები;
სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი.
საკონტაქტო ინფორმაცია;
მისამართი (იურიდიული ან/და ფაქტობრივი), ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი და სხვა.
საბანკო ინფორმაცია;
საბანკო ანგარიშის ნომერი და ბარათის დეტალები/მონაცემები (ტიპი, ნომრის ნაწილი, ვადა და სხვ.), რომლებიც აუცილებელია შესაბამისი მომსახურების გაწევისთვის.
ტექნოლოგიური მოწყობილობის შესახებ მონაცემები;
IP მისამართი, მზა ჩანაწერები (cookies), IMEI კოდი, აპლიკაციის ლოგები, ქცევითი მონაცემები, ინფორმაცია ადგილმდებარეობის შესახებ და სხვა...).
ჩანაწერები;
აუდიო ჩანაწერები.
კომუნიკაციისას მოპოვებული მონაცემები;
ელექტრონული ფოსტის, სატელეფონო, ჩათის, სოციალური მედიის ან სხვა საკომუნიკაციო არხის საშუალებით მოპოვებული მონაცემები.
საჯარო მონაცემები;
საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია.
„ქარბოქსის“ მიერ შექმნილი მონაცემები;
„ქარბოქსის“ მიერ მონაცემთა სუბიექტის შესახებ მონაცემების ანალიზის შედეგად შექმნილი მონაცემები (მაგ. მონაცემები მონაცემთა სუბიექტის ქცევის, პრეფერენციების შესახებ და ა.შ.).
სხვა ნებაყოფლობითი ინფორმაცია;
სხვა არასავალდებულო/ნაბაყოფლობითი ინფორმაცია, რომელსაც მონაცემთა სუბიექტი ნებაყოფლობით გადაცემს „ქარბოქსს“.
მზა ჩანაწერები (Cookies);
მზა ჩანაწერები, არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომლებიც ეხმარებიან ვებგვერდს შეუფერხებელ და ეფექტურ ფუნქციონირებაში. ისინი ინახება მონაცემთა სუბიექტის მოწყობილობაში და სურვილისამებრ მათი წაშლა შესაძლებელია მისთვის. აუცილებელი Cookie ფაილები საჭიროა ვებგვერდის საბაზისო ფუნქციების მუშაობისათვის, გვერდზე ნავიგაციისა და უსაფრთხო მოხმარებისათვის. ფუნქციური Cookie ფაილების მთავარი დანიშნულება არის მონაცემთა სუბიექტის მიერ ვებგვერდზე გაკეთებული ამა თუ იმ არჩევანის დამახსოვრება, რათა მას ყოველ ვიზიტზე ხელახლა არ მოუხდეს ამ არჩევანის გაკეთება. ანალიტიკური ტიპის Cookie ფაილები აგროვებენ ინფორმაციას ვებგვერდისა და მისი მომხმარებლის ქცევის შესახებ. იმის მიხედვით თუ ვებგვერდის რომელ ნაწილთან და სეგმენტთან აქვს მონაცემთა სუბიექტს ესა თუ ის ინტერაქცია. Cookie ფაილების წაშლა ხდება მონაცემთა სუბიექტის მოწყობილობაში არსებული ვებ-ბრაუზერის პარამეტრებიდან. Cookie ფაილების წაშლის შემდგომ ვებგვერდი ხელახლა მოითხოვს Cookie პოლიტიკასა და გამოყენების წესებზე თანხმობას.
მონაცემთა დამუშავების მიზნობრიობა
- „ქარბოქსი“ შესაბამისი მოცულობით ამუშავებს მონაცემთა სუბიექტის პერსონალურ მონაცემებს კანონიერი მიზნებისთვის, მათ შორის:
შესყიდვის/შეკვეთის დამუშავებისთვის და მისი მიწოდებისთვის;
პროდუქტის/მომსახურების შეთავაზებისა და გაუმჯობესებისთვის;
„ქარბოქსის“ ვებგვერდზე რეგისტრაციისთვის;
მონაცემთა სუბიექტის მიერ „ქარბოქსის“ პროდუქტებით სარგებლობის პროცესის მონიტორინგისთვის;
ვებგვერდზე აქტივობასთან დაკავშირებული სტატუსის შეტყობინებების მონაცემთა სუბიექტისთვის გასაგზავნად (მაგ. შესყიდვის წარმატებულად განხორციელება ან სხვა...);
კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით მარეგულირებლის ან სხვა საზედამხედველო ორგანოსთვის და აუდიტორული კომპანიებისთვის მონაცემების ხელმისაწვდომობის მიზნით;
სხვადასხვა ანგარიშების, კვლევების ან/და რეპორტების მოსამზადებლად;
ახალი პროდუქტების, სისტემების და მომსახურებების შესამოწმებლად;
„ქარბოქსის“ პროდუქტების და მომსახურების განვითარებისთვის ან/და გაუმჯობესებისთვის;
მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
„ქარბოქსის“ კანონისმიერი ვალდებულებების შესასრულებლად;
„ქარბოქსის“ სისტემების არასათანადო გამოყენებისა და დანაშაულის პრევენციისთვის;
დანაშაულის გამოვლენისა და გამოძიებისთვის, ანგარიშების შესადგენად;
შესაბამისი კორესპონდენციის/შეტყობინების გაგზავნის/ჩაბარების მიზნით;
„ქარბოქსის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების ან/და მონაცემთა სუბიექტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მიზნით;
მარკეტინგული მიზნით, რაც გულისხმობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობით „ქარბოქსის“ მიერ სხვადასხვა პროდუქტის/მომსახურების პერიოდულ შეთავაზებას, მარკეტინგული აქტივობების შემუშავებას/დაგეგმვას;
მონაცემთა სუბიექტის უკუკავშირის მიღებისა და პრეტენზიებზე რეაგირებისთვის;
„ქარბოქსის“ ლეგიტიმური ინტერესის ან/და სამართლებრივი უფლებების დასაცავად
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძვლები
- „ქარბოქსის“ მიერ მონაცემთა სუბიექტის მონაცემების დამუშავების საფუძველია:
მონაცემთა სუბიექტის ნებაყოფლობითი თანხმობა მონაცემთა დამუშავების თაობაზე;
კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები;
„ქარბოქსს“ და მონაცემთა სუბიექტს შორის ხელშეკრულების დასადებად ან არსებული ხელშეკრულების შესასრულებლად მონაცემთა დაცვის აუცილებლობა;
„ქარბოქსის“ მხრიდან მონაცემთა სუბიექტისთვის მომსახურების გასაწევად/განცხადების განსახილველად მონაცემთა დამუშავების საჭიროება;
„ქარბოქსის“ ან მესამე პირების კანონიერი ინტერესების დასაცავად მონაცემთა დამუშავების აუცილებლობა;
მონაცემთა საჯაროდ ხელმისაწვდომობა;
მონაცემების გაზიარება მესამე მხარისთვის
- კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, მონაცემთა სუბიექტის მონაცემები „ქარბოქსმა“ შესაძლოა გავუზიაროს:
მონაცემთა სუბიექტის წარმომადგენელს/კანონიერ წარმომადგენელს;
გარიგების მონაწილე მხარეებს;
კანონმდებლობით განსაზღვრულ ორგანოებს;
მომსახურების პროვაიდერებს - მათ შორის და არამხოლოდ: „ქარბოქსის“ გარე აუდიტორებს, კონსულტანტებს, მრჩევლებს, საკურიერო ან/და კვლევით ორგანიზაციებს, IT სერვისის მომწოდებლებს (მაგ. ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის სერვისები), პირებს, რომლებიც უწევენ „ქარბოქსს“ მარკეტინგულ მომსახურეობებს ან/და სხვა ნებისმიერ მსგავსი ფუნქციის მქონე პირებს.
სხვა მესამე პირს მონაცემთა სუბიექტის თანხმობით.
- „ქარბოქსმა“ შესაძლოა მონაცემთა სუბიექტის მონაცემები გვაზიაროს სხვა სახელმწიფოში, თუ არსებობს მონაცემთა დამუშავების „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები და შესაბამის სახელმწიფოში უზრუნველყოფილია მონაცემთა დაცვისა და მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სათანადო გარანტიები.
- თუ „ქარბოქსი“ მონაცემთა სუბიექტის მონაცემებს გადაცემს ისეთ ქვეყანაში, სადაც არ არსებობს მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები, „ქარბოქსი“ უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა გადაცემის შესახებ შეთანხმების გაფორმებას, რომელიც უზრუნველყოფს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, კლიენტის პერსონალურ მონაცემების სათანადო დაცვას.
უფლებები
- მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს იმის დადასტურება, მუშავდება თუ არა მის შესახებ მონაცემები, დასაბუთებულია თუ არა მონაცემთა დამუშავება და მოთხოვნის შესაბამისად უსასყიდლოდ მიიღოს შემდეგი ინფორმაცია:
მის შესახებ იმ მონაცემის თაობაზე, რომელიც მუშავდება, აგრეთვე ამ მონაცემის დამუშავების საფუძვლისა და მიზნის შესახებ;
მონაცემთა შეგროვების /მოპოვების წყაროს შესახებ;
მონაცემთა შენახვის ვადის (დროის) შესახებ, ხოლო თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე;
მონაცემთა სუბიექტის ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების შესახებ;
მონაცემთა გადაცემის სამართლებრივი საფუძვლისა და მიზნების, აგრეთვე მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების შესახებ, თუ მონაცემები გადაეცემა სხვა სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციას;
მონაცემთა მიმღების ვინაობის ან მონაცემთა მიმღებების კატეგორიების შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია მონაცემთა გადაცემის საფუძვლისა და მიზნის თაობაზე, თუ მონაცემები მესამე პირს გადაეცემა;
ავტომატიზებული დამუშავების, მათ შორის, პროფაილინგის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების და იმ ლოგიკის შესახებ, რომელიც გამოიყენება ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად, აგრეთვე მონაცემთა დამუშავებაზე მისი გავლენისა და დამუშავების მოსალოდნელი/სავარაუდო შედეგის თაობაზე.
- მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს აღნიშნული ინფორმაცია მიიღოს მისი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ეს ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც მონაცემთა სუბიექტს დაუყოვნებლივ ეცნობება.
- მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან გაეცნოს მის შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მონაცემთა გაცნობისთვის ან/და მონაცემთა ასლების გაცემისთვის დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ დადგენილია გონივრული საფასური მონაცემთა შენახვის ფორმისგან განსხვავებული ფორმით მათი გაცემისთვის დახარჯული რესურსის ან/და მოთხოვნის სიხშირის გამო.
- მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, გაეცნოს აღნიშნულ მონაცემებს ან/და მიიღოს მათი ასლები მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. აღნიშნული ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც მონაცემთა სუბიექტს დაუყოვნებლივ ეცნობება.
- მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს მის შესახებ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება. მონაცემთა სუბიექტის მიერ ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა მონაცემები უნდა გასწორდეს, განახლდეს ან/და შეივსოს ან მონაცემთა სუბიექტს ეცნობოს მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განემარტოს უარის გასაჩივრების წესი.
- თუ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი მონაცემთა სუბიექტისგან დამოუკიდებლად გამოავლენს, რომ მის ხელთ არსებული მონაცემები მცდარი, არაზუსტი ან/და არასრულია, აღნიშნული გონივრულ ვადაში გასწორდება, განახლდება ან/და შეივსება მონაცემები და მონაცემთა გასწორებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ეცნობება მონაცემთა სუბიექტს.
- მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს მის შესახებ მონაცემთა დამუშავების (მათ შორის, პროფაილინგის) შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება. აღნიშნული მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა შეწყდება მონაცემთა დამუშავება ან/და მონაცემები წაიშლება ან განადგურდბა ან მონაცემთა სუბიექტს ეცნობება მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განემარტება უარის გასაჩივრების წესი. დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს უფლება აქვს, უარი თქვას ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ:
არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი;
მონაცემები მუშავდება სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთების მიზნით;
მონაცემთა დამუშავება აუცილებელია გამოხატვის ან ინფორმაციის თავისუფლების უფლების განსახორციელებლად;
მონაცემები მუშავდება კანონით გათვალისწინებული საჯარო ინტერესებისთვის არქივირების მიზნით, სამეცნიერო ან ისტორიული კვლევის ან სტატისტიკური მიზნებისთვის და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლების განხორციელება შეუძლებელს გახდის ან მნიშვნელოვნად დააზიანებს დამუშავების მიზნების მიღწევას.
- მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების შესახებ ინფორმაცია მიიღოს შესაბამისი მოქმედების განხორციელებისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
- დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია შეწყვიტოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება მონაცემთა სუბიექტის შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა. ამ ვალდებულების უზრუნველსაყოფად დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს/დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს ეკისრება მონაცემთა სუბიექტის მიერ თანხმობის გამოხმობის შესახებ ინფორმაციის გაცვლის ვალდებულება.
მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვა
მონაცემთა სუბიექტის უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ მათი რეალიზაცია საფრთხეს უქმნის:
სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს;
საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს;
დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას;
ქვეყნის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს;
მონაცემთა სუბიექტის ან სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს;
სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას;
სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთებას.
უფლებების შეზღუდვის ზომას „ქარბოქსი“ იყენებს მხოლოდ შეზღუდვის მიზნის ადეკვატურად და პროპორციული მოცულობით.
მონაცემთა სუბიექტის ვალდებულებები
- „ქარბოქსის“ მხრიდან საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის მიზნით აუცილებელია „ქარბოქსს“ ქონდეს მონაცემთა სუბიექტის შესახებ სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია.
- მონაცემთა სუბიექტის საკონტაქტო და ან სხვა ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში მან უნდა შეატყობინოს „ქარბოქსს“ ელ. ფოსტის მისამართზე carbox.acc@gmail.com.
- მონაცემთა სუბიექტის მხრიდან მასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების ან სხვა დამატებითი ქმედების განხორციელების შემთხვევაში მიმართვა უნდა განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის მისამართზე carbox.acc@gmail.com. „ქარბოქსის“ მხრიდან მოთხოვნა განიხილება და მონაცემთა სუბიექტს პასუხი ეცნობება 10 სამუშაო დღის ვადაში.
ცვლილებები
- საჭიროების დადგომის შემთხვევაში „ქარბოქსის“ მხრიდან შესაძლებელია შეიცვალოს კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
- ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, „ქარბოქსი“ გამოაქვეყნება ცვლილებებს ვებგვერდზე www.carbox.com.ge.
- მოდიფიცირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა ძალაში შედის ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ.
- მომხმარებელმა პერიოდულად უნდა გახსნას ვებგვერდი და ცვლილების შემთხვევაში გაეცნოს შეცვლილ პოლიტიკას.
- პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შემდეგ „ქარბოქსისთვის“ მონაცემთა სუბიექტის მიერ ინფორმაციის მიწოდება ან მისი ვებგვერდით სარგებლობა ნიშნავს, რომ მონაცემთა სუბიექტი ეთანხმება ცვლილებებს.
კავშირი
- პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ არსებული დამატებითი კითხვების ან მეტი ინფორმაციის მიღების საჭიროების შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტის მხრიდან „ქარბოქსთან“ დაკავშირება უნდა განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის მისამართზე carbox.acc@gmail.com
