carbox.com.ge ვებგვერდის მოხმარების წესები და პირობები

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება CarBox-ში!

- ეს წესები და პირობები განსაზღვრავს ი/მ ბესიკ შერაზადიშვილის ს/კ 01003007825 (შემდგომში „ქარბოქს“) ვებგვერდის გამოყენების წესებსა და რეგულაციებს, რომელიც მდებარეობს მისამართზე https://www.carbox.com.ge (შემდგომში „ვებგვერდი“).

- ამ ვებგვერდზე შესვლით, თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით ამ წესებსა და პირობებს. შეწყვიტეთ www.carbox.com.ge-ს გამოყენება, თუ არ ეთანხმებით ამ გვერდზე მითითებული ყველა წესისა და პირობის დაცვას.

1. ქუქი-ფაილები

1.1 ვებგვერდი იყენებს ქუქი-ფაილებს თქვენი ონლაინ გამოცდილების პერსონალიზაციისთვის. www.carbox.com.ge-ზე შესვლით, თქვენ ეთანხმებით საჭირო ქუქი-ფაილების გამოყენებას.

1.2 ქუქი არის ტექსტური ფაილი, რომელიც თქვენს მყარ დისკზე თავსდება ვებგვერდის სერვერის მიერ. ქუქი-ფაილები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას პროგრამების გასაშვებად ან ვირუსების თქვენს კომპიუტერში გადასაცემად. ქუქი-ფაილები უნიკალურად არის თქვენთვის მინიჭებული და მათი წაკითხვა მხოლოდ იმ დომეინის ვებ-სერვერს შეუძლია, რომელმაც გასცა ქუქი-ფაილი.

1.3 ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ ქუქი-ფაილები ინფორმაციის შესაგროვებლად, შესანახად და თვალყურის დევნებისთვის სტატისტიკური ან მარკეტინგული მიზნებისთვის, ჩვენი ვებგვერდის ფუნქციონირებისთვის. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დაეთანხმოთ ან უარი თქვათ არჩევით ქუქი-ფაილებებზე. არსებობს გარკვეული სავალდებულო ქუქი-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ვებგვერდის ფუნქციონირებისთვის. ეს ქუქი-ფაილები არ საჭიროებს თქვენს თანხმობას, რადგან ისინი ყოველთვის მუშაობენ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სავალდებულო ქუქი-ფაილების მიღებით, თქვენ ასევე ეთანხმებით მესამე მხარის ქუქი-ფაილებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მესამე მხარის მიერ მოწოდებული სერვისების საშუალებით, თუ იყენებთ ასეთ სერვისებს ჩვენს ვებგვერდზე (მაგალითად: მესამე მხარის მიერ მოწოდებულ ვიდეო ჩვენების ფანჯარას, რომელიც ინტეგრირებულია ჩვენს ვებგვერდზე).

2. უფლებები

2.1 მომხმარებელმა არ უნდა განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც ხელყოფს ვებგვერდის ან ნებისმიერი მესამე მხარის მფლობელობაში არსებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს. ვებგვერდის კონტენტის ნებისმიერი რეპროდუქცია, განცხადება, გავრცელება ან ხელახლა გავრცელება, სრულად ან ნაწილობრივ, ნებისმიერი საშუალებით (მათ შორის, ქეშირება, შექმნა), გაყიდვა, გადაყიდვა, განმეორებითი გადაცემა ან მესამე მხარეებისთვის რაიმე სახით გადაცემა არ არის დაშვებული. იმ შემთხვევაში, თუკი შესაძლებელია მომსახურების ფარგლებში რაიმე მასალის გადმოწერა ან ბეჭდვა, მაშინ ასეთი მასალის გადმოწერა შესაძლებელია მხოლოდ ერთ აპარატზე (და შესაძლებელია წერილობით ფორმაში ბეჭდვა) და მხოლოდ თქვენი პერსონალური, არაკომერციული მიზნით გამოყენებისთვის.

2.2 ამ ვებგვერდის ნაწილები მომხმარებლებს სთავაზობს შესაძლებლობას განათავსონ და გაცვალონ მოსაზრებები და ინფორმაცია ვებგვერდის გარკვეულ სფეროებში. „ქარბოქსი“ არ ფილტრავს, არ არედაქტირებს, არ აქვეყნებს, არ განიხილავს კომენტარებს მათ ვებგვერდზე ყოფნამდე. კომენტარები არ ასახავს „ქარბოქსის“ შეხედულებებსა და მოსაზრებებს. კომენტარები ასახავს იმ ადამიანის შეხედულებებსა და მოსაზრებებს, ვინც აქვეყნებს მათ. მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში. „ქარბოქსი“ არ არის პასუხისმგებელი კომენტარებზე ან რაიმე ვალდებულებებზე, ზიანზე ან ხარჯებზე, რომლებიც გამოწვეულია ან/და განიცადა კომენტარების ამ ვებგვერდზე გამოყენების ან/და გამოქვეყნების ან/და გამოჩენის შედეგად.

2.3 „ქარბოქსი“ იტოვებს უფლებას, აკონტროლოს ყველა კომენტარი და წაშალოს ნებისმიერი კომენტარი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს შეუსაბამოდ, შეურაცხმყოფლად ან იწვევს ამ წესებისა და პირობების დარღვევას.

2.4 თქვენ იძლევით გარანტიას და აცხადებთ, რომ:

ა) თქვენ გაქვთ უფლება გამოაქვეყნოთ კომენტარები „ქარბოქსის“ ვებგვერზე და გაქვთ ყველა საჭირო ლიცენზია და თანხმობა ამისათვის;

ბ) კომენტარები არ არღვევს ინტელექტუალური საკუთრების უფლებას, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ნებისმიერი მესამე მხარის საავტორო უფლებებს, პატენტს ან სავაჭრო ნიშანს;

გ) კომენტარები არ შეიცავს რაიმე სახის ცილისმწამებლურ, შეურაცხმყოფელ, უხამს ან სხვაგვარად უკანონო მასალას, რაც წარმოადგენს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევას;

დ)კომენტარები არ იქნება გამოყენებული ბიზნესის ან ტრადიციის წახალისების ან პოპულარიზაციისთვის ან კომერციული საქმიანობის ან უკანონო საქმიანობის წარმოსაჩენად;

ე) თქვენ ამით ანიჭებთ „ქარბოქსს“ არაექსკლუზიურ უფლებას გამოიყენოს, გაამრავლოს, რედაქტირება გაუკეთოს და სხვებს უფლება მისცეს გამოიყენონ, გაამრავლონ და დაარედაქტირონ თქვენი კომენტარები ნებისმიერი ფორმით, ფორმატით ან მედიით.

3. შეკვეთა

3.1 შეკვეთის განთავსების მიზნით, მომხმარებელი უნდა მიჰყვეს პლატფორმაზე მითითებულ ინსტრუქციებს და შეავსოს მოთხოვნილი ველები.

3.2 მომხმარებლის მიერ შეკვეთის ელექტრონული ფორმით განთავსებისთანავე, იგი ვებგვერდის ან შესაბამისი საკომუნიკაციო არხის (ელ.ფოსტის ან ელექტრონული შეტყობინების) საშუალებით იღებს დასტურს შეკვეთის მიღების შესახებ.

3.3 შეკვეთის მიღების შემდეგ, „ქარბოქსი“ ახორციელებს მის დამუშავებას. იმ შემთხვევებში, თუ შეკვეთილი პროდუქცია არ იქნება ხელმისაწვდომი მარაგების არქონის გამო ან იარსებებს სხვა ობიექტური გარემოება, გამყიდველი უფლებამოსილია გააუქმოს შეკვეთა. გამყიდვლის მიერ შეკვეთის გაუქმება დასაშვებია მისი მიღებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში. შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში მომხმარებელს დაუყოვნებლივ ეცნობება აღნიშნულის თაობაზე ვებგვერდის ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებით.

3.4 „ქარბოქსი“ უფლებას იტოვებს გააუქმოს შეკვეთა ასევე იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს შეკვეთის გაუქმების ობიექტური საფუძველი, მათ შორის თაღლითური ან საეჭვო ოპერაციის გამოვლენა, პროგრამული ან ტექნიკური ხარვეზი, მონაცემთა შეცდომა ან სხვა მსგავსი გარემოება.

3.5 მომხმარებელს უფლება აქვს პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე გააუქმოს შეკვეთა ნებისმიერ დროს მანამ, სანამ მოხდება პროდუქციის ტრანსპორტირება მომხმარებლამდე (მიწოდების დაწყება).

4. გადახდის მეთოდები

4.1 ვებგვერდზე შეკვეთის ღირებულების გადახდა შესაძლებელია შემდეგი გზებით:

4.1.1 საბანკო გადარიცხვით, შემდეგი წესის შესაბამისად:

ა) შეკვეთის დასრულების შემდეგ მომხმარებელს მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნება შერჩეული პროდუქტის და მისი საბოლოო ღირებულების შესაბამისად (საბოლოო ღირებულება მოიცავს მათ შორის პროდუქტის მომხმარებლისთვის სტანდარტული მიწოდების გზით მიწოდების ხარჯს, რომელიც შედგენს თბილისის მასშტაბით 7 ლარს, ხოლო რეგიონების მასშტაბით 10 ლარს) შედგენილი ინვოისი ელექტრონული ფოსტის მისამართიდან - carbox.acc@gmail.com.

ბ) შეკვეთის გაფორმებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, მომხმარებელი ინვოისში მითითებულ თანხას სრულად გადარიცხავს ინვოისში მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე და დანიშნულებაში უთითებს შეკვეთის/ინვოისის ნომერს. მომხმარებელი გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს ამავე ვადაში უგზავნის „ქარბოქსს“ სოციალური ქსელის საშუალებით ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე - carbox.acc@gmail.com.

გ) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში „ქარბოქსი“ მიაწვდის მომხმარებელს შესყიდულ საქონელს, მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე მითითებული მისამართისა და სხვა მონაცემების შესაბამისად.

4.1.2 ნაღდი ანგარიშსწორება მიწოდებისას, შემდეგი წესის შესაბამისად:

ა) შეკვეთის დასრულების შემდეგ მომხმარებელს მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნება შერჩეული პროდუქტის და მისი საბოლოო ღირებულების შესაბამისად (საბოლოო ღირებულება მოიცავს მათ შორის პროდუქტის მომხმარებლისთვის სტანდარტული მიწოდების გზით მიწოდების ხარჯს, რომელიც შედგენს თბილისის მასშტაბით 7 ლარს, ხოლო რეგიონების მასშტაბით 10 ლარს) შედგენილი ინვოისი ელექტრონული ფოსტის მისამართიდან - carbox.acc@gmail.com.

ბ) შეკვეთის გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში „ქარბოქსი“ მიაწვდის მომხმარებელს შესყიდულ საქონელს, მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე მითითებული მისამართისა და სხვა მონაცემების შესაბამისად.

გ) მომხმარებელი ინვოისში მითითებულ თანხას სრულად გადაიხდის ნაღდი ანგარიშსწორებით კურიერთან, პროდუქტის მომხმარებლისთვის მიწოდების დროს.

5. საქონლის მიღების და შემოწმების წესი

5.1 „ქარბოქსი“ ვალდებულია მომხმარებელს ვებგვერდის მეშვეობით შერჩეული საქონელი მიაწოდოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში.

5.2 საქონელი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა, ხოლო უფლებრივად უნაკლოდ მიიჩნევა იმ შემთხვევაში, თუ მას არ ადევს ყადაღა, არ არის სამართლებრივად დატვირთული (მათ შორის, საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის უფლებით) და მესამე პირს არ შეუძლია განუცხადოს მყიდველს პრეტენზია თავისი უფლებების გამო.

5.3 „მომხმარებელი“ ვებგვერდის მეშვეობით შერჩეული საქონლის შემოწმებას განახორციელებს საქონლის მიწოდების დროს.

5.4 მომხმარებელი ვალდებულია:

ა) არ ჩაიბაროს დაზიანებული შეფუთვით მიტანილი გზავნილი და ამ ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს „ქარბოქსს“;

ბ) დარწმუნდეს დაზიანების არსებობის ან არარსებობის შესახებ;

გ) გზავნილის ჩაბარებამდე შეამოწმოს ნივთების რაოდენობა;

დ)გზავნილის მიღებისას შეამოწმოს ნივთის მახასიათებელები, შეესაბამება თუ არა მიღებული ნივთი მის მიერ შეკვეთილს.

5.5 იმ შემთხვევაში, თუ ნივთი ან მისი შეფუთვა დაზიანებულია, ნივთები შეკვეთილზე ნაკლებია ან გზავნილი არ შეესაბამება მომხმარებლის მიერ განხორციელებულ შეკვეთას, მომხმარებელმა არ უნდა მიიღოს ნივთი და დაუყოვნებლივ განუცხადოს აღნიშნულის თაობაზე „ქარბოქსს“. წინამდებარე მუხლით დადგენილი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში „ქარბოქსი“ იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ნივთების დაზიანებაზე ან ნივთების რაოდენობაზე.

5.6 იმ შემთხვევაში, თუ გადაცემული საქონელი ნაკლიანი აღმოჩნდება, „ქარბოქსი“ ვალდებულია შეკეთების გზით აღმოხვრას ხარვეზი, ხოლო შეკეთების შეუძლებლობის შემთხვევაში შეცვალოს იგი სხვა ნივთით ან დაუბრუნოს მომხმარებელს ნასყიდობის ფასი და დაიბრუნოს გადაცემული საქონელი.

6. დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის და საქონლის უკან დაბრუნების წესი

6.1 მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადა აითვლება მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) საქონლის მფლობელობაში მიღებიდან;

6.2 ნივთის დაბრუნების პირობები არ ვრცელდება იმ ნივთზე ან მომსახურებაზე, რომლის ფასი 30 ლარს არ აღემატება.

6.3 მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მას არ დაეკისრება არანაირი ხარჯის (მათ შორის, მიწოდების ხარჯის) გაწევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელმა „ქარბოქსის“ მიერ შეთავაზებული სტანდარტული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურება აირჩია ან საქონლის ფასი შემცირდა ისეთი სარგებლობის შედეგად, რომელიც დაკავშირებული არ არის საქონლის ბუნების, მახასიათებლებისა და ფუნქციონირების დადგენასთან.

6.4 მომხმარებლის მიერ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს დაკავშირებული ხელშეკრულებიდან მის გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.

6.5 მომხმარებელი ვალდებულია „ქარბოქსს“ 14 კალენდარული დღის ვადაში წერილობით აცნობოს (იურიდიულ მისამართზე ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე) ხელშეკრულებაზე უარის თქმის თაობაზე, სადაც შეტანილი იქნება შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) შეკვეთილი პროდუქტის დასახელება;

ბ) ინვოისის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) შეკვეთის თარიღი;

დ)შეკვეთის მიღების თარიღი;

ე) მომხმარებლის სახელი;

ვ) მომხმარებლის მისამართი;

ზ) მომხმარებლის ხელმოწერა (თუ ფორმა ქაღალდზეა შევსებული);

თ) ფორმის შევსების თარიღი.

6.6 ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში „ქარბოქსი“ ვალდებულია მომხმარებელს გადახდილი თანხა, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − მიწოდების ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა დაუბრუნოს სრულად, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა. „ქარბოქსი“ ვალდებული არ არის, მომხმარებელს დაუბრუნოს იმ დამატებითი ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა, რომელიც დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ არასტანდარტული ან „ქარბოქსის“ მიერ შეთავაზებული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურების არჩევასთან;

6.7 ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში „ქარბოქსს“ უფლება აქვს უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს.

6.8 თანხის უკან დაბრუნება მოხდება იმავე ანგარიშსწორების ფორმით, რითიც ისარგებლა მომხმარებელმა, იმავე პიროვნების/მოქალაქის ანგარიშის ნომერზე, ვინც მოახდინა გადახდა გარდა იმ შემთხვევისა, თუ მომხმარებელსა და „ქარბოქსს“ შორის შედგა დამატებითი შეთანხმება.

6.9 ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:

ა) „ქარბოქსს“ ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს საქონელი ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც „ქარბოქსმა“ თავად იკისრა საქონლის უკან წაღება;

ბ) გასწიოს მხოლოდ საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც „ქარბოქსმა“ თავად იკისრა ამ ხარჯის გაწევა;

გ) ნივთის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ სრული კომპლექტაციით და დაუზიანებელი ქარხნული შესაფუთი მასალით. ასევე მომხარებელმა უნდა დააბრუნოს ყიდვის მომენტში მიმდინარე აქციის ფარგლებში მიღებული აქსესუარები, ელ.ვაუჩერები ან/და სხვა ნივთები, რომლებიც უნდა დაბრუნდეს ან შეიცვალოს ორიგინალ/დასაბრუნებელ მოწყობილობასთან ერთად. თუ ვერ მოხდება აღნიშნული ნივთების/ვაუჩერების დაბრუნება, მათი ღირებულება გამოაკლდება მომხმარებლისთვის ასანაზღაურებელ თანხას.

6.10 ნივთის უნაკლო, გაყიდვამდელი მდგომარეობა დადასტურდება „ქარბოქსის“ წარმომადგენლის მიერ ნივთის „ქარბოქსისთვის“ გადმოცემის მომენტში.

6.11 დაბრუნებას არ ექვემდებარება:

ა) ნივთი, რომელიც დამზადებულია მომხმარებლის შეკვეთით;

ბ) მიწოდებული საქონელი, რომელიც მიწოდების დროს განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს;

გ) ნივთი, რომელსაც აღმოაჩნდება რაიმე სახის ფიზიკური/გარეგანი დაზიანება, დაზიანებული იქნება ქარხნული ყუთი/შეფუთვა ან წაშლილი იქნება პროდუქტის საიდენტიფიკაციო/იმეი კოდი.

დ)სხვა შემთხვევებში, რაც გათვალისწინებულია „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.

6.12 ნივთი, რომლის დაბრუნებაც სურს მომხმარებელს არის მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში, სანამ ისინი „ქარბოქსის“ საწყობს არ მიაღწევენ, მათი დაზიანების ან დაღუპვის რისკი ეკისრება მომხმარებელს.

6.13 ნივთის დაბრუნების დროს მომხმარებელმა „ქარბოქსს“ უნდა წარუდგინოს შესაბამისი ინვოისის ნომერი და ნივთის შეძენის დამადასტურებელი ქვითრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

7. გარანტია

7.1 „ქარბოქსთან“ შეძენილ საქონელზე გავრცელებული საგარანტიო პირობები მითითებულია ინდივიდუალურად, საქონლის მახასიათებლებში;

7.2 გარანტია ძალაშია იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მოხმარება ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე.

7.3 თუ გარანტიის მოქმედების დროს საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს „ქარბოქსს“ მოთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან თუ შეკეთებას არ დაექვემდებარება საქონლის შეცვლა, ფასის შემცირება/თანხის უკან დაბრუნება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.

7.4 საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იყოს გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.

7.5 საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს „ქარბოქსის“ მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

7.6 მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.

8. ვებგვერდის პასუხისმგებლობის შეზღუდვა

8.1 „ქარბოქსი“ არ იძლევა გარანტიას, რომ ვებგვერდი იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი ან/და ყოველთვის იმუშავებს შეფერხების გარეშე, თუმცა, პასუხს აგებს ვებგვერდის გაუმართაობით გამოწვეული ზიანისათვის, რომლითაც დაირღვა „მომხმარებლის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მომხმარებლის უფლებები.

9. დავა/კანონმდებლობა

9.1 მომხმარებელსა და „ქარბოქსს“ შორის ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

9.2 პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელი უფლებამოსილია მიმართოს „ქარბოქსს“ წერილობით შემდეგ მისამართზე carbox.acc@gmail.com. პრეტენზიის მიღებიდან არაუმეტეს 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში „ქარბოქსი“ განიხილავს მას და დაუბრუნდება მომხმარებელს უკუკავშირით.

9.3 ნებისმიერი დავა გადაწყდება მოლაპარაკების გზით. იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკება იქნება წარუმატებელი, მომხმარებელი უფლებამოსილია მიმართოს სსიპ - საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (დავის შინაარსის გათვალისწინებით) ან სასამართლოს.

10. ცვლილებები/დამატებები

10.1 წინამდებარე დოკუმენტი შესაძლოა შეიცვალოს ცალმხრივად, „ქარბოქსის“ ინიციატივით ნებისმიერ დროს. წინამდებარე დოკუმენტის ცვლილებების შემთხვევაში, „ქარბოქსი“ გამოაქვეყნებს ამ ცვლილებებს მის ვებგვერდზე.

10.2 მოდიფიცირებული წესები და პირობები ძალაში შედის ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ.

10.3 მომხმარებელი პერიოდულად უნდა ეწვიოს ვებგვერდს და ცვლილების შემთხვევაში გაეცნოს შეცვლილ წესებს და პირობებს.

10.4 დოკუმენტში ცვლილებების შეტანის შემდეგ მომხმარებლის მიერ „ქარბოქსისთვის“ ინფორმაციის მიწოდება ან მისი ვებგვერდებით სარგებლობა ნიშნავს, რომ მონაცემთა მომხმარებელი ეთანხმება ცვლილებებს.

დაგვიკავშირდით

საკონტაქტო ინფორმაცია

+995 511 55 11 53
carbox.acc@gmail.com