"HOCO" ავტომანქანის სტარტერი

პროდუქტის კოდი: 635530

₾264.00₾192.00

HOCO QS3 არის მანქანის დასაქოქი მძლავრი მოწყობილობა, რომელიც 1200A სიმძლავრის პიკური დენის წყალობით უზრუნველყოფს ავტომობილის გარანტირებულ დაქოქვას ექსტრემალურ პირობებშიც კი. ამასთან, ის სრულფასოვნად ასრულებს მობილურის სწრაფდამტენი Power Bank-ის ფუნქციას 10000 mAh ტევადობით, რაც საშუალებას გაძლევთ დატენოთ სმარტფონები, პლანშეტები და სხვა ტექნიკა.

მსუბუქი კონსტრუქცია და კომპაქტური დიზაინი ხელსაყრელს ხდის როგორ მის გამოყენებას მგზავრობის დროს, ისე შენახვას მანქანაში ან/და სახლში. თანამედროვე ერგონომიული დიზაინი აღჭურვილია ინტუიციური ინტერფეისითა და დაცვის მრავალდონიანი სისტემებით, რაც მაქსიმალურად უსაფრთხო ექსპლუატაციას განაპირობებს.

ციფრული LED დისპლეი რეალურ დროში ასახავს მუხტის დონეს, რაც საშუალებას გაძლევთ ზუსტად აკონტროლოთ დარჩენილი ენერგია.

ეს საუკეთესო არჩევანია მძღოლებისთვის, რომლებიც აფასებენ მობილურობას და მზადყოფნას ნებისმიერი გამოწვევისთვის

- ტიპი: მანქანის სტარტერი + მობილურის დამტენი

- ბრენდი/მოდელი: HOCO QS3

- ფუნქციები: ავტომანქანის დაქოქვა, მობილურის დატენვა, ფანარი

- ჩაშენებული ელემენტი: დიახ

- ელემენტის ტევადობა: 10,000 mAh, 37 Wh

- შემავალი პორტი: USB-C: 18W

- გამომავალი პორტი 1: USB-A – 5V / 2.4A – 12W

- გამომავალი პორტი 2: USB-A – 5V / 3A, 9V / 2A, 12V / 1.5A – 18W

- გამომავალი პორტი 3: ავტომობილის ავარიული დაქოქვა – 12V, პიკური დენი – 1200A, დენი – 600A

- სწრაფი დატენვის პროტოკოლის მხარდაჭერა: QC3.0 / QC2.0 / FCP / AFC და სხვა სწრაფი დატენვის პროტოკოლებისთვის

- დისპლეი: მუხტის დონის ციფრული LED ინდიკატორი

- მასალა: ცეცხლგამძლე ABS + PC

- ელემენტის ტიპი: ლითიუმ-იონური პოლიმერული (Li‑ion Polymer)

- ავტომანქანებთან თავსებადობა: ბენზინის ძრავი < 4.0ლ მოცულობის; დიზელის ძრავი < 2.0ლ მოცულობის

- სამუშაო ტემპერატურა: -20 ~ +60°C

- ზომა: 175 x 75 x 32 მმ;

- წონა: 366 გრ

- კომპლექტაცია: ავტომანქანის დამქოქი - 1ც, USB Type-A to Type-C კაბელი - 1ც, მანქანის დასაქოქი კლემები - 1წყ

- გარანტია: 6 თვე

✅ უნივერსალურობა - ეს არ არის მხოლოდ მანქანის დამქოქი. ის ერთდროულად მძლავრი Jump Starter-ი და მაღალი ტევადობის მობილურის დასატენი Power Bank-ია, რომლითაც ნებისმიერ დროს დატენით სმარტფონს თუ პლანშეტს

✅ გარანტირებული დაქოქვა - 1200A პიკური დენი საშუალებას გაძლევთ, უპრობლემოდ აამუშაოთ როგორც ბენზინის, ისე დიზელის ძრავები მაშინაც კი, როცა მანქანის აკუმულატორი სრულად დამჯდარია

✅ ექსტრემალური გამძლეობა - HOCO QS3 ავტომანქანის დასაქოქი მოწყობილობა შექმნილია რთულ კლიმატურ პირობებში მუშაობისთვის. ის საიმედო პარტნიორია როგორც ზამთრის ყინვაში, ისე ზაფხულის სიცხეში

✅ კომპაქტური და ერგონომიული - მიუხედავად დიდი სიმძლავრისა, მოწყობილობა ძალიან მცირე ზომისაა (სულ რაღაც 17.5 სმ). ის თავისუფლად ეტევა მანქანის სათავსოში (ე.წ. „ბარდაჩოკში“) ან ზურგჩანთაში

✅ უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი - დამზადებულია ცეცხლგამძლე (ABS + PC) მასალისგან და აღჭურვილია დაცვის მექანიზმებით მოკლე ჩართვის, გადახურებისა და ზედმეტი მუხტისგან

✅ ინფორმაციული ციფრული დისპლეი - განსხვავებით სტანდარტული ინდიკატორებისგან, LED დისპლეი ზუსტად (პროცენტებში) გაჩვენებთ დარჩენილ ენერგიას, რაც გამორიცხავს მოულოდნელად ავტომობილის დასაქოქი მოწყობილობის დაჯდომის რისკს

✅ მრავალფუნქციური ფანარი - ჩაშენებული მძლავრი ფანარი დაგეხმარებათ ღამის საათებში ძრავის განყოფილებაში მუშაობისას ან საგანგებო სიტუაციებში გზის გასანათებლად

✅ თანამედროვე მობილურის სწრაფდამტენი - Quick Charge პროტოკოლების მხარდაჭერა უზრუნველყოფს თქვენი გაჯეტების მაქსიმალურად სწრაფად დამუხტვას