"HOCO" უსადენო საბურავის კომპრესორი + Power Bank

პროდუქტის კოდი: 614511

₾193.00

Hoco ZP7 ავტომანქანის საბურავის კომპრესორი არის უსადენო ჭკვიანი მოწყობილობა, რომელშიც გაერთიანებულია მაღალი სიმძლავრის კომპრესორი, დამტენი - Power Bank და LED ფანარი. ის უზრუნველყოფს ავტომანქანის, მოტოციკლისა და ველოსიპედის საბურავების, სპორტული ბურთებისა და სხვა გასაბერი ნივთების დატუმბვას დამოუკიდებლად, წინასწარ მითითებული წნევის ერთეულის (bar/psi) შესაბამისად. ამასთან, 5000 mAh ტევადობის Power Bank ფუნქცია სრულფასოვნად ტენის სმარტფონებს, პლანშეტებს და სხვა ტექნიკას

ZP7 მანქანის საბურავის ელექტრო კომპრესორი აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მანომეტრით, რომელიც დაგეხმარებათ საბურავებში არსებული წნევის ზუსტად განსაზღვრაში, ხოლო LED ფანარი საშუალებას გაძლევთ კომფორტულად გამოიყენოთ ცუდი განათების პირობებშიც

Hoco-ს მანქანის კომპრესორი დაკომპლექტებულია ყველა საჭირო აქსესუარით. შეფუთვაში დაგხვდებათ დამტენი კაბელი, ჰაერგამტარი მილი საიმედო მეტალის კონექტორით და სხვადასხვა თავაკი, რომლებიც კომპაქტურად ინახება მოწყობილობაზე მოთავსებულ დაფარულ სათავსოში

- ტიპი: ავტომანქანის ელექტრო კომპრესორი სხვადასხვა ფუნქციით (LED სანათი, დამტენი - „Power Bank“ და უსადენო კომპრესორი)

- ბრენდი/მოდელი: HOCO ZP7

- კვება: 5000mAh მოცულობის აკუმულატორი

- შემავალი კვების კონექტორი: Type-C

- მასალა: PC + ABS + silicone

- ინდიკაცია: ციფრული LED დისპლეი, რომელიც ასახავს წნევის 4 ერთეულს (PSI, BAR, KPA, კგ/სმ²) და რეჟიმების სიმბოლოებს

- ძრავი: DC ჯაგრისის ძრავი; 22 ცილინდრიანი მექანიზმი

- მაქსიმალური წნევა: ≤ 10.3 bar (150psi)

- სამუშაო რეჟიმები: ავტომობილის საბურავები, მოტოციკლის საბურავები, ველოსიპედის საბურავები, გასაბერი ბურთები

- დამტენი გამომავალი კონექტორი: USB-A

- დამტენი გამომავალი სიმძლავრე: DC5v/2A

- განათება: ჩაშენებული LED სანათი + SOS ფუნქცია

- ზედაპირის დამუშავება: ტექსტურირებული და პრიალა (პოლირებული) ფაქტურა

- ზომები: 65 × 56 × 176 მმ

- წონა: ჰაერის ტუმბო – 570 გრ, სატუმბი მილის ჩათვლით – 630 გრ

- კომპლექტაცია: კომპრესორი - 1ც, სატუმბი მილი - 1ც, დამტენი სადენი - 1ც, სხვადასხვა ზომის თავაკი - 3ც

- გარანტია: 6 თვე (არ ვრცელდება ელემენტზე)

✅ მაღალი წარმადობა - HOCO ZP7 მანქანის ელექტრო კომპრესორი 22 ცილინდრიანი ძრავის საშუალებით უზრუნველყოფს ჰაერის სწრაფ მიწოდებას

✅ ჭკვიანი კონტროლი და სიზუსტე - LED დისპლეი გაჩვენებთ საბურავში არსებულ წნევას რეალურ დროში. თქვენ უბრალოდ მიუთითებთ იმ ნიშნულს სადამდეც გინდათ საბურავის დაბერვა და ავტომანქანის კომპრესორი ავტომატურად დაბერავს თქვენს მიერ მითითებულ ნიშნულამდე. დადგენილ წნევაზე მიღწევისთანავე ავტომატურად შეწყვეტს მუშაობას

✅ 4 სპეციალიზებული რეჟიმი - აღარ გჭირდებათ ფიქრი, რა წნევაა საჭირო ბურთისთვის ან ველოსიპედისთვის. მოწყობილობას აქვს წინასწარ გასაზღვრული რეჟიმები ავტომობილის, მოტოციკლის, ველოსიპედისა და ბურთებისთვის

✅ ულტრა-კომპაქტური დიზაინი - მისი ზომა და ფორმა საშუალებას გაძლევთ, მანქანის ელექტრო ნასოსი ჭიქის ჩასადგამშიც კი მოათავსოთ. იდეალურია მათთვის, ვისაც სივრცის დაზოგვა უყვარს

✅ შეუზღუდავი სამუშაო რადიუსი - 5000mah მოცულობის აკუმულატორის საშუალებით, თავიდან არის არიდებული სხვა სადენიანი მოწყობილობების თანმდევი შეზღუდვები. თავისუფლად მიუდგებით ავტომობილის ოთხივე საბურავს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე

✅ ღამის განათება - ჩაშენებული მძლავრი LED ფანარი დაგეხმარებათ საბურავის ელექტრო ნასოსი გამოიყენოთ სრულ სიბნელეშიც კი, რაც კრიტიკულ სიტუაციებში ფასდაუდებელია

✅ Power Bank მობილურის დამტენი - USB-A DC5v/2A გამომავალი კონექტორის მხარდაჭერა უზრუნველყოფს თქვენი გაჯეტების დამუხტვას

✅ მრავალმხრივი გამოყენება - კომპლექტში შემავალი 3 სხვადასხვა თავაკის წყალობით, ავტომანქანის პორტატული კომპრესორი გამოსადეგია როგორც ტრანსპორტისთვის, ისე სპორტული ინვენტარისთვის