"HOCO" უსადენო საბურავის კომპრესორი
პროდუქტის კოდი: 673303
₾132.00
Hoco ZP18 ავტომანქანის საბურავის კომპრესორი არის უსადენო ჭკვიანი მოწყობილობა, რომელსაც წინასწარ უთითებთ წნევის ერთეულს (bar/psi) და მის შესაბამისად, დამოუკიდებლად უზრუნველყოფს ავტომანქანის, მოტოციკლისა და ველოსიპედის საბურავების, სპორტული ბურთებისა და სხვა გასაბერი ნივთების დატუმბვას.
ZP18 მანქანის საბურავის ელექტრო კომპრესორი აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მანომეტრით, რომელიც დაგეხმარებათ საბურავებში არსებული წნევის ზუსტად განსაზღვრაში, ხოლო LED ფანარი საშუალებას გაძლევთ კომფორტულად გამოიყენოთ ცუდი განათების პირობებშიც
Hoco-ს მანქანის კომპრესორი დაკომპლექტებულია ყველა საჭირო აქსესუარით. შეფუთვაში დაგხვდებათ დამტენი კაბელი, ჰაერგამტარი მილი და სხვადასხვა თავაკი, რომლებიც კომპაქტურად ინახება მოწყობილობაზე მოთავსებულ დაფარულ სათავსოში
- ტიპი: უსადენო ავტომანქანის ელექტრო კომპრესორი
- ბრენდი/მოდელი: HOCO ZP18
- კვება: 4000mAh მოცულობის აკუმულატორი
- შემავალი კვების კონექტორი: Type-C
- მასალა: PC + ABS + silicone
- ინდიკაცია: ციფრული LED დისპლეი, რომელიც ასახავს წნევის 4 ერთეულს (PSI, BAR, KPA, კგ/სმ²) და რეჟიმების სიმბოლოებს
- ძრავი: DC ჯაგრისის ძრავი; მძლავრი - 21 ცილინდრიანი მექანიზმი
- მაქსიმალური წნევა: ≤ 10.3 bar (150psi)
- სამუშაო რეჟიმები: ავტომობილის საბურავები, მოტოციკლის საბურავები, ველოსიპედის საბურავები, გასაბერი ბურთები
- განათება: ჩაშენებული LED სანათი + SOS ფუნქცია
- ზედაპირის დამუშავება: ტექსტურირებული და პრიალა (პოლირებული) ფაქტურა
- ზომები: 65 × 50 × 152 მმ
- წონა: ტუმბო - 472 გრ
- კომპლექტაცია: კომპრესორი - 1ც, სატუმბი მილი - 1ც, დამტენი სადენი - 1ც, სხვადასხვა ზომის თავაკი - 3ც
- გარანტია: 6 თვე (არ ვრცელდება ელემენტზე)
✅ მაღალი წარმადობა - HOCO ZP18 მანქანის ელექტრო კომპრესორი 21 ცილინდრიანი ძრავი საშუალებით უზრუნველყოფს ჰაერის სწრაფ მიწოდებას
✅ ჭკვიანი კონტროლი და სიზუსტე - LED დისპლეი გაჩვენებთ საბურავში არსებულ წნევას რეალურ დროში. თქვენ უბრალოდ მიუთითებთ იმ ნიშნულს სადამდეც გინდათ საბურავის დაბერვა და ავტომანქანის კომპრესორი ავტომატურად დაბერავს თქვენს მიერ მითითებულ ნიშნულამდე. დადგენილ წნევაზე მიღწევისთანავე ავტომატურად შეწყვეტს მუშაობას
✅ 4 სპეციალიზებული რეჟიმი - აღარ გჭირდებათ ფიქრი, რა წნევაა საჭირო ბურთისთვის ან ველოსიპედისთვის. მოწყობილობას აქვს წინასწარ გასაზღვრული რეჟიმები ავტომობილის, მოტოციკლის, ველოსიპედისა და ბურთებისთვის
✅ ულტრა-კომპაქტური დიზაინი - მისი ზომა და ფორმა საშუალებას გაძლევთ, მანქანის ელექტრო ნასოსი ჭიქის ჩასადგამშიც კი მოათავსოთ. იდეალურია მათთვის, ვისაც სივრცის დაზოგვა უყვარს
✅ შეუზღუდავი სამუშაო რადიუსი - 4000mah მოცულობის აკუმულატორის საშუალებით, თავიდან არის არიდებული სხვა სადენიანი მოწყობილობების თანმდევი შეზღუდვები. თავისუფლად მიუდგებით ავტომობილის ოთხივე საბურავს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე
✅ ღამის განათება - ჩაშენებული მძლავრი LED ფანარი დაგეხმარებათ საბურავის ელექტრო ნასოსი გამოიყენოთ სრულ სიბნელეშიც კი, რაც კრიტიკულ სიტუაციებში ფასდაუდებელია
✅ მრავალმხრივი გამოყენება - კომპლექტში შემავალი 3 სხვადასხვა თავაკის წყალობით, ავტომანქანის პორტატული კომპრესორი გამოსადეგია როგორც ტრანსპორტისთვის, ისე სპორტული ინვენტარისთვის