"HOCO" საბურავის კომპრესორი
პროდუქტის კოდი: 795526
₾130.00
Hoco ZP5 არის ავტომანქანის საბურავის კომპრესორი, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ ავტო-საბურავების, არამედ მოტოციკლისა და ველოსიპედის ბორბლების, სპორტული ბურთებისა და სხვა გასაბერი ნივთების დატუმბვა.
მანქანის საბურავის ელექტრო კომპრესორი აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მანომეტრით, რომელიც დაგეხმარებათ საბურავებში არსებული წნევის ზუსტად განსაზღვრაში. მოწყობილობას აქვს მძლავრი LED ფანარი, რაც საშუალებას გაძლევთ კომფორტულად გამოიყენოთ ცუდი განათების პირობებშიც.
Hoco-ს მანქანის კომპრესორი დაკომპლექტებულია ყველა საჭირო აქსესუარით: შეფუთვაში დაგხვდებათ სანთებელასთან დასაკავშირებელი კაბელი, ჰაერგამტარი მილი საიმედო მეტალის კონექტორით და სხვადასხვა გასაბერი თავაკი
- ტიპი: ავტომანქანის ელექტრო კომპრესორი
- ბრენდი/მოდელი: HOCO ZP5
- კვება: DC12V (უერთდება ავტომანქანის სანთებელის ბუდეს)
- მაქსიმალური წნევა: ≤ 3.5 bar
- მასალა: მაღალი გამძლეობის ABS პლასტიკი + სილიკონი
- ინდიკაცია: ციფრული LED დისპლეი, რომელიც ასახავს წნევის 4 ერთეულს (PSI, BAR, KPA, კგ/სმ²) და არჩეული რეჟიმის სიმბოლოს
- განათება: ჩაშენებული ფანარი
- ძრავი: მუდმივი დენის (DC) ნახშირიანი ძრავი, მძლავრი - 20მმ ცილინდრიანი მექანიზმით
- სამუშაო რეჟიმები: მხარს უჭერს 4 სტანდარტულ რეჟიმს (ავტომობილის საბურავები, მოტოციკლის საბურავები, ველოსიპედის საბურავები, გასაბერი ბურთები)
- ზედაპირის დამუშავება: ტექსტურირებული და პრიალა (პოლირებული) ფაქტურა
- ზომები: 52 × 52 × 171 მმ
- წონა: 510 გრ
- კომპლექტაცია: სატუმბი მილი - 1ც, 3მ სიგრძის კვების კაბელი სანთებელის პორტით - 1ც, სხვადასხვა ზომის თავაკი - 3ც
- გარანტია: 6 თვე
✅ მაღალი წარმადობა - HOCO ZP5 მანქანის ელექტრო კომპრესორი თავის კლასში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრია. 20-მილიმეტრიანი ცილინდრი უზრუნველყოფს ჰაერის სწრაფ მიწოდებას, რაც საბურავის დატუმბვის დროს საგრძნობლად ამცირებს
✅ ჭკვიანი კონტროლი და სიზუსტე - LED დისპლეი გაჩვენებთ საბურავში არსებულ წნევას რეალურ დროში. თქვენ უბრალოდ მიუთითებთ იმ ნიშნულს სადამდეც გინდათ საბურავის დაბერვა და ავტომანქანის კომპრესორი ავტომატურად დაბერავს თქვენს მიერ მითითებულ ნიშნულამდე, დადგენილ წნევაზე მიღწევისთანავე ავტომატურად შეწყვეტს მუშაობას
✅ 4 სპეციალიზებული რეჟიმი - აღარ გჭირდებათ ფიქრი, რა წნევაა საჭირო ბურთისთვის ან ველოსიპედისთვის. მოწყობილობას აქვს წინასწარ გასაზღვრული რეჟიმები ავტომობილის, მოტოციკლის, ველოსიპედისა და ბურთებისთვის
✅ ულტრა-კომპაქტური დიზაინი - მისი ზომა (სულ რაღაც 17 სმ) და ფორმა საშუალებას გაძლევთ, მანქანის ელექტრო ნასოსი მანქანის ჭიქის ჩასადგამშიც კი მოათავსოთ. იდეალურია მათთვის, ვისაც სივრცის დაზოგვა უყვარს
✅ 3 მეტრიანი სამუშაო რადიუსი - გრძელი კაბელის წყალობით, რომელიც სანთებელას ბუდეს უერთდება, თავისუფლად მიწვდებით ავტომობილის ოთხივე საბურავს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე
✅ ღამის განათება - ჩაშენებული მძლავრი LED ფანარი დაგეხმარებათ საბურავის ელექტრო ნასოსი გამოიყენოთ სრულ სიბნელეშიც კი, რაც კრიტიკულ სიტუაციებში ფასდაუდებელია
✅ მრავალმხრივი გამოყენება - კომპლექტში შემავალი 3 სხვადასხვა თავაკის წყალობით, ავტომანქანის პორტატიული კომპრესორი გამოსადეგია როგორც ტრანსპორტისთვის, ისე სპორტული ინვენტარისთვის