K2 ბენზინის სტაბილიზატორი დანამატი
პროდუქტის კოდი: 021410
₾15.00
K2 E10 Neutralizer არის საწვავის დანამატი, რომელიც აუმჯობესებს საწვავის ხარისხს და ამცირებს ბიოეთანოლის შემცველი ბენზინის გამოყენებით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს. პროდუქტი შექმნილია იმ დანაკარგების კომპენსირებისთვის, რაც გამოწვეულია საწვავის სწრაფი დაძველებით მასში ეთანოლის დამატების გამო.
საწვავის ყოველი შევსებისას დანამატის გამოყენების შემთხვევაში, იზრდება ბენზინის ოქტანობა, იწმინდება და დაცული ხდება საწვავის სისტემა ეთანოლით გამოწვეული კოროზიისგან. ასევე, უზრუნველყოფილია სარქველების ბუდეების დაცვა
- ბრენდი/მოდელი: K2 E10 NEUTRALIZER
- მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
- პროდუქტის ტიპი: საწვავის ნეიტრალიზატორი დანამატი
- მოცულობა: 50 მლ
- გამოყენება: ყველა ტიპის ბენზინის ძრავი, მათ შორის ჰიბრიდული ძრავი
- ეფექტი: ამცირებს ბიოეთანოლის უარყოფით გავლენას, აუმჯობესებს საწვავის ხარისხს
✅ უნივერსალურობა - გამოიყენება ყველა ტიპის ბენზინის ძრავში, მათ შორის ჰიბრიდულ ავტომობილებშიც
✅ კოროზიისგან დაცვა - K2 საწვავის სტაბილიზატორი დანამატი იცავს საწვავის სისტემის დეტალებს ეთანოლის აგრესიული ზემოქმედებისგან
✅ სტაბილიზაცია - ხელს უშლის საწვავის ნაადრევ დაძველებას და თვისებების დაკარგვას
✅ ოქტანობის ზრდა - ბენზინის ოქტანობის მოსამატებელი დანამატი ხელს უწყობს ძრავის უფრო ეფექტურ და რბილ მუშაობას
✅ თავსებადობა - შესაძლებელია მისი გამოყენება სხვა დანამატებთან ერთად
✅ სარქველების დაცვა - ბენზინის დანამატი უზრუნველყოფს სარქველების ბუდეების უსაფრთხოებას
✅ მარტივი გამოყენება - ერთი ცალი ბენზინის დანამატი საკმარისია 40–60 ლიტრ ბენზინზე. ძალიან ბინძური ინჟექტორების შემთხვევაში პროცედურა შეიძლება განმეორდეს
ჩაასხით ფლაკონის შიგთავსი პირდაპირ საწვავის ავზში
1 ბოთლი (50 მლ) ბენზინის ნეიტრალიზატორი დანამატი გათვლილია 40-დან 60 ლიტრამდე ბენზინზე
გახსნისთანავე გამოიყენეთ მთლიანი პროდუქტი. არ დატოვოთ ბოთლში შიგთავსი
K2 არის პოლონური ბრენდი, რომელიც სპეციალიზებულია ავტომობილის მოვლისა და ტექნიკური სითხეების წარმოებაში. მისი პროდუქცია მოიცავს ზეთებს, ანტიფრიზებს, მუხრუჭის სითხეებს, ასევე სარეცხ და დამცავ საშუალებებს, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ ბრენდად ხდის ავტოაქსესუარების ბაზარზე