K2 პროფესიონალური მინის საწმენდი

პროდუქტის კოდი: 017390

₾18.00

K2 Nuta Pro არის სრულად პროფესიონალური მინის საწმენდი საშუალება (Glass Cleaner), რომელიც განკუთვნილია ავტომობილის მინებისა და სხვა შუშის ზედაპირებიდან ნებისმიერი ტიპის დაბინძურების მოსაცილებლად.

მრავალწლიან გამოცდილებაზე დაფუძნებული ფორმულა ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე უმკლავდება ცხიმოვან ლაქებს (მათ შორის გამხმარს), ჭუჭყსა და მტვერს. K2 Nuta Pro-ს უნიკალური რეცეპტურა უზრუნველყოფს კრისტალურ სისუფთავეს ყოველგვარი ზოლებისა და ლაქების (Streaks) დატოვების გარეშე. პროდუქტი სწრაფად ორთქლდება და არ საჭიროებს ხანგრძლივ წმენდას, რაც გასუფთავების პროცესს მაქსიმალურად ამარტივებს. გარდა მაღალი ეფექტურობისა, მას ახასიათებს სასიამოვნო არომატი და მაღალი ეკონომიურობა

- ბრენდი/მოდელი: K2 Nuta Pro

- მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი

- პროდუქტის ტიპი: პროფესიონალური მინის საწმენდი სითხე

- შეფუთვის ტიპი: სპრეი

- მოცულობა: 1 ლიტრი

- გამოყენების ზონა: ავტომობილის შუშები, სარკეები, ფარები, ასევე სხვა მინის ზედაპირები

- ეფექტი: სწრაფი და ეფექტური წმენდა, ცხიმისა და ჭუჭყის მოცილება, ზედაპირის კრისტალურად სუფთა დატოვება

✅ მრავალმხრივი გამოყენება - K2 Nuta Pro სრულად პროფესიონალური ავტომანქანის მინების საწმენდი სითხე იდეალურია მინების, სარკეებისა და ფარების გასაწმენდად

✅ კრისტალური სისუფთავე - სპეციალური ფორმულა უზრუნველყოფს სითხის მყისიერ აორთქლებას, რაც გამორიცხავს ლაქების გაჩენას და ზოლების დატოვებას ზედაპირზე

✅ მომენტალური დეგრიზირება - ჩვეულებრივი საშუალებებისგან განსხვავებით, მას აქვს გაძლიერებული ფორმულა, რომელიც მომენტალურად შლის და აცლის მინას სპეციფიურ საავტომობილო ცხიმებს, ნადებს და თამბაქოს კვამლისგან დატოვებულ კვალს

✅ მარტივი გამოყენება – K2 Nuta Pro ავტომანქანის შუშის საწმენდი საშუალება არ საჭიროებს ხანგრძლივ წმენდას

✅ მომხიბვლელი სურნელი – K2 Nuta Pro ავტომანქანის მინების საწმენდი საშუალება, სასიამოვნო სურნელის საშუალებით უზრუნველყოფს სასიამოვნო გარემოს

✅ უსაფრთხოება - ავტომანქანის შუშების საწმენდი საშუალება სრულად უსაფრთხოა ლაქ-საღებავის, რეზინის შემამჭიდროებლების (სალნიკებისა) და პლასტმასის დეტალებისთვის

  • შუშის საწმენდი სითხე მცირე რაოდენობით მიასხურეთ გასაწმენდ ზედაპირს ან პირდაპირ მიკროფიბრას

  • თანაბრად გადაანაწილეთ შუშების საწმენდი სითხე მინის ზედაპირზე

  • გაწმინდეთ სუფთა მიკროფიბრით

K2 არის პოლონური ბრენდი, რომელიც სპეციალიზებულია ავტომობილის მოვლისა და ტექნიკური სითხეების წარმოებაში. მისი პროდუქცია მოიცავს ზეთებს, ანტიფრიზებს, მუხრუჭის სითხეებს, ასევე სარეცხ და დამცავ საშუალებებს, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ ბრენდად ხდის ავტოაქსესუარების ბაზარზე

www.k2-global.com