K2 თეთრი საღებავის აღმდგენი ცვილი

პროდუქტის კოდი: 019783

₾15.00

K2 Color Max არის ავტომანქანის ფერის აღმდგენი თხევადი ცვილი, რომელიც განკუთვნილია ყველა ტიპის (მათ შორის „მეტალიკი“) ავტომობილის ლაქ-საღებავისთვის. პროდუქტი აცოცხლებს ფერს და მასში შემავალი Carnauba-ს ბუნებრივი ცვილის წყალობით, ზედაპირს უბრუნებს პირვანდელ ბზინვარებას.

იგი იდეალურია მათთვის, ვისაც სურს ლაქ-საღებავის მდგომარეობის გაუმჯობესება მექანიკური პოლირების გარეშე. K2 Color Max ავტომანქანის ნაკაწრების დასაფარი საშუალება ავსებს ზედაპირის უსწორმასწორობებს, გამაგრებისას კი ქმნის გლუვ ფენას. პროდუქტი შესანიშნავად ნიღბავს წვრილ ნაკაწრებს, ნაჩხაპნებსა და სხვა დეფექტებს

- ბრენდი/მოდელი: K2 COLOR MAX

- მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი

- პროდუქტის ტიპი: ავტომანქანის საღებავის აღმდგენი ცვილი

- ფერი: თეთრი

- მოცულობა: 250 მლ

- გამოყენება: ნებისმიერი ტიპის თეთრი ლაქ-საღებავით (მათ შორის „მეტალიკი“) დაფარული ავტომანქანის ძარა

- ეფექტი: ფერის აღდგენა, ბზინვარების აღდგენა, მცირე ნაკაწრებისა და დეფექტების დამალვა

✅ ფერის აღდგენა - K2 მანქანის საღებავის აღმდგენი ცვილი აცოცხლებს და აღრმავებს შეფერილობას. ახალ და ძველ ლაქს უბრუნებს სიღრმეს და ინტენსივობას

✅ დეფექტების ნიღბვა - ეფექტურად ფარავს წვრილ ნაკაწრებსა და ლაქ-საღებავის დაზიანებებს

✅ სარკისებრი ბზინვარება - Carnauba-ს ბუნებრივი ცვილის შემცველობა ზედაპირს ანიჭებს გლუვ და ბუნებრივ სიპრიალეს

✅ მარტივი გამოყენება: K2 მანქანის ნაკაწრების დასაფარი ცვილი არ საჭიროებს დიდ ფიზიკურ ძალისხმევას

  • საფუძვლიანად გარეცხეთ და გაამშრალეთ ავტომანქანა

  • გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ პროდუქტი

  • დაიტანეთ K2 მანქანის ფერის აღმდგენი ცვილი სუფთა, მშრალ და რბილ ქსოვილის ნაჭერზე (მიკროფიბრა) ან სპეციალურ აპლიკატორზე (ღრუბელზე)

  • წრიული მოძრაობებით თანაბრად გადაანაწილეთ ლაქ-საღებავზე

  • დაელოდეთ მანქანის ნაკაწრების ამოსაყვანი საშუალების სრულ გაშრობას

  • გააპრიალეთ სუფთა ქსოვილის ნაჭრით (მიკროფიბრით) სარკისებრი ბზინვარების მიღებამდე

  • არ დაიტანოთ საშუალება მზეზე გახურებულ ზედაპირზე ან პირდაპირი მზის სხივების ქვეშ

K2 არის პოლონური ბრენდი, რომელიც სპეციალიზებულია ავტომობილის მოვლისა და ტექნიკური სითხეების წარმოებაში. მისი პროდუქცია მოიცავს ზეთებს, ანტიფრიზებს, მუხრუჭის სითხეებს, ასევე სარეცხ და დამცავ საშუალებებს, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ ბრენდად ხდის ავტოაქსესუარების ბაზარზე

www.k2-global.com