SENFINECO Germany მუხრუჭების საწმენდი

პროდუქტის კოდი: 399949

₾20.00₾16.00

Senfineco S9994 არის ავტომანქანის მუხრუჭების საწმენდი სითხე, რომელიც შექმნილია არამარტო ავტომობილის, არამედ ინდუსტრიული კომპონენტების გასაწმენდადაც. Senfineco S9994 მანქანის მუხრუჭების საწმენდი საშუალება იდეალურად აშორებს ზეთს, ტაოტს, სამუხრუჭე სითხეს და სხვა რთულ ჭუჭყს სამუხრუჭე დისკებიდან, ბალიშებიდან, მექანიზმებიდან და სხვა სამუხრუჭე სისტემებიდან, ასევე, გადაბმულობიდან და ტრანსმისიიდან. მაღალი წნევის სპრეი უზრუნველყოფს დამატებით ფიზიკურ წმენდას, ხოლო 360° სარქველი საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ აეროზოლი ნებისმიერი კუთხით, რაც აადვილებს რთულად მისადგომი ადგილების წმენდას

- ბრენდი/მოდელი: Senfineco S9994

- მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია

- პროდუქტის ტიპი: ავტომანქანის სამუხრუჭე მექანიზმების საწმენდი საშუალება

- შეფუთვის ტიპი: აეროზოლი

- მოცულობა: 600 მლ

- გამოყენების ზონა: სამუხრუჭე დისკები (ე.წ. აპორნი დისკი), ბალიშები (ე.წ. კალოტკები), მექანიზმები (ე.წ. სუპორტი), სხვა სამუხრუჭე დეტალები, გადაბმულობა და ტრანსმისია

✅ ეფექტური მოქმედება - Senfineco S9994 მანქანის სამუხრუჭე მექანიზმების საწმენდი სითხე შლის ფისოვან და კუპრისებრ ნარჩენებს

✅ ღრმა წმენდა - ეფექტურად აცილებს ზეთოვან და ცხიმოვან დაბინძურებებს

✅ 360° სარქველი - სპეციალური ტექნოლოგია საშუალებას გაძლევთ მანქანის სამუხრუჭე მექანიზმების საწმენდი საშუალება გამოიყენოთ ნებისმიერი კუთხით (თუნდაც ამოყირავებული), რაც იდეალურია რთულად მისადგომი ადგილებისთვის

✅ მომენტალური აორთქლება - Senfineco S9994 ავტომანქანის მუხრუჭების საწმენდი საშუალება ორთქლდება წამებში და არ ტოვებს არანაირ ლაქას ან ნარჩენს ზედაპირზე

✅ მაღალი წნევა - ძლიერი ჭავლი ფიზიკურადაც აცლის ჩამჯდარ ჭუჭყს დეტალებიდან

✅ უსაფრთხოება - Senfineco S9994 მანქანის მუხრუჭების საწმენდი სითხე არ აზიანებს რეზინის, ნეილონისა და პლასტმასის დეტალებს

✅ უნივერსალურობა - იდეალურია ნებისმიერი ლითონის ზედაპირის წმენდისთვის

  • გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ ავტომანქანის სამუხრუჭე მექანიზმების საწმენდი სითხე

  • მიასხურეთ ხსნარი დაბინძურებულ ზედაპირს მანამ, სანამ ჭუჭყი არ ჩამოირეცხება

  • დაელოდეთ რამდენიმე წამი სითხის აორთქლებას

Senfineco არის გერმანული ბრენდი, რომელიც 2009 წლიდან აწარმოებს ავტომობილების მოვლის საშუალებებს, ზეთებსა და დანამატებს. მისი ასორტიმენტი მოიცავს 5000-ზე მეტ პროდუქტს, რომლებიც უზრუნველყოფენ ძრავის, საწვავის სისტემისა და მანქანის სხვა კომპონენტების ეფექტურ მუშაობას. ბრენდი გამოირჩევა გერმანული ხარისხითა და ინოვაციური ტექნოლოგიებით, რაც მას სანდო არჩევანს ხდის როგორც პროფესიონალებისთვის, ისე ყოველდღიური მომხმარებლებისთვის. Senfineco-ს პროდუქცია დღეს უკვე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი და მომხმარებელთა მაღალი ნდობით სარგებლობს

www.senfineco.de