SENFINECO Germany რადიატორის გაჟონვის შესაჩერებელი
პროდუქტის კოდი: 399840
₾13.00
Senfineco S9984 ავტომანქანის რადიატორის გაჟონვის საწინააღმდეგო საშუალება შექმნილია როგორც პრევენციისთვის, ისე ძრავის გაგრილების სისტემაში არსებული მწვავე გაჟონვების აღმოსაფხვრელად. იგი ეფექტურად ლუქავს გაჟონვის ადგილებს შუასადებებში (პრაკლადკებში), მომჭერებსა (ხამუთებში) და რადიატორის მცირე ბზარებში. არ საჭიროებს დაშლას და მარტივად გამოიყენება. პროდუქტი მდგრადია მაღალი ტემპერატურის, ვიბრაციისა და წნევის მიმართ, ნეიტრალურია რეზინის შლანგებისა და გარსების მიმართ და ამავდროულად იცავს სისტემას კოროზიისა და ოქსიდაციისგან. Senfineco S9984 ავტომანქანის რადიატორის გაჟონვის შემაჩერებელი საშუალება თავსებადია ყველა ტიპის ანტიფრიზსა და გამაგრილებელ სითხესთან, მათ შორის OAT ტექნოლოგიის მქონე საშუალებებთანაც. ეფექტურია როგორც ბენზინის, ისე დიზელის ძრავების მქონე ავტომანქანებისთვის. 325 მლ საკმარისია 12 ლიტრამდე გაგრილების სითხისთვის
- ბრენდი/მოდელი: Senfineco S9984
- მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
- პროდუქტის ტიპი: ავტომანქანის რადიატორის გაჟონვის შესაჩერებელი საშუალება
- შეფუთვა: სითხე
- მოცულობა: 325 მლ
- გამოყენების ზონა: ბენზინისა ან დიზელის ნებისმიერი ტიპის ძრავის მქონე ავტომანქანის რადიატორი
✅ მომენტალური ეფექტი - Senfineco S9984 მანქანის რადიატორის გაჟონვის საწინააღმდეგო საშუალება ეფექტურად ავსებს და ლუქავს მცირე ბზარებს რადიატორში, აჩერებს გაჟონვას შუასადებებიდან (პრაკლადკებიდან) და მომჭერებიდან (ხამუთებიდან)
✅ უნივერსალური თავსებადობა - ერევა ნებისმიერი ტიპის ანტიფრიზსა და გამაგრილებელ სითხეს (მათ შორის თანამედროვე OAT ანტიფრიზებს)
✅ უმაღლესი გამძლეობა - მდგრადია მაღალი ტემპერატურის, ვიბრაციის და სისტემაში არსებული წნევის მიმართ
✅ უსაფრთხო ფორმულა - სრულად ნეიტრალურია რეზინის მილების, ალუმინისა და პლასტმასის დეტალების მიმართ. არ ჭედავს სისტემას
✅ პრევენცია - Senfineco S9984 მანქანის რადიატორის გაჟონვის შემაჩერებელი საშუალება იცავს გაგრილების სისტემას კოროზიისა და დაჟანგვისგან, რაც ახანგრძლივებს ძრავის სიცოცხლეს
✅ მარტივი გამოყენება - არ საჭიროებს რადიატორის დაშლას
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ მანქანის რადიატორის გაჟონვის შესაჩერებელი საშუალება
ჩაასხით შიგთავსი გაგრილების სისტემაში (რადიატორში ან სარეზერვო ავზში), როცა ძრავი ცივია/გარემო ტემპერატურაზეა
ჩართეთ ავტომობილის გათბობის სისტემა (ფეჩი) ბოლომდე
იარეთ ავტომობილით მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში
Senfineco არის გერმანული ბრენდი, რომელიც 2009 წლიდან აწარმოებს ავტომობილების მოვლის საშუალებებს, ზეთებსა და დანამატებს. მისი ასორტიმენტი მოიცავს 5000-ზე მეტ პროდუქტს, რომლებიც უზრუნველყოფენ ძრავის, საწვავის სისტემისა და მანქანის სხვა კომპონენტების ეფექტურ მუშაობას. ბრენდი გამოირჩევა გერმანული ხარისხითა და ინოვაციური ტექნოლოგიებით, რაც მას სანდო არჩევანს ხდის როგორც პროფესიონალებისთვის, ისე ყოველდღიური მომხმარებლებისთვის. Senfineco-ს პროდუქცია დღეს უკვე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი და მომხმარებელთა მაღალი ნდობით სარგებლობს