SENFINECO Germany საბურავის საწმენდი სპრეი
პროდუქტის კოდი: 399130
₾18.00
შენი ავტომობილი იმსახურებს საბურავებს, რომლებიც არა მხოლოდ ფუნქციურია, არამედ შთამბეჭდავიც. დაამატე შენს მანქანას ვიზუალური ეფექტი და ტექნიკური დაცვა. Senfineco S9913 Tire Shine Excellent Gloss საბურავის გასაშავებელი სითხე დაგეხმარება, რომ საბურავები ყოველთვის გამოიყურებოდეს როგორც ახალი და მოვლილი.
Senfineco S9913 არის საბურავების საპრიალებელი სითხე ხანგრძლივი და ღრმა ბზინვარებისთვის. საბურავებს ანიჭებს ე.წ. „სველი ეფექტის“ იერს ჯაგრისისა და წყლის გამოყენების გარეშე. შეიცავს აქტიური ინგრედიენტებისა და პოლიმერების გაზრდილ რაოდენობას, რაც უზრუნველყოფს საბურავის ხანგრძლივ დაცვას. რეგულარული გამოყენებისას რეზინი ხდება ელასტიური, დაცულია დახეთქვისგან, ნაადრევი დაძველებისგან, ულტრაიისფერი (UV) სხივებისა და ფერის გახუნებისგან. ღრმა შავი, პრიალა ეფექტი ნარჩუნდება რამდენიმე კვირის განმავლობაში
- ბრენდი/მოდელი: Senfineco S9913
- მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
- შეფუთვის ტიპი: აეროზოლი
- მოცულობა: 650 მლ
- გამოყენების ზონა: საბურავები
✅ Senfineco S9913 საბურავების გასაშავებელი საშუალება მარტივი გამოსაყენებელია, შეასხურე და აღარაფერი აღარ არის საჭირო. არ გჭირდება ჯაგრისი ან წყალი
✅ Senfineco S9913 საბურავების საწმენდი სითხე შეიცავს აქტიური ინგრედიენტებისა და პოლიმერების გაზრდილ რაოდენობას მაღალი და ხანგრძლივი ეფექტის მისაღებად
✅ აქვს მაღალი შეღწევადობის თვისებები. ადვილად აშორებს ღრმა ჭუჭყს და მტვერს საბურავიდან.
✅ საბურავების გასაშავებელი სითხე აღადგენს საბურავის ორიგინალურ/პირვალნდელ ვიზუალს, წარმოქმნის მბზინავ, ღრმა, შავი ფერის დამცავ ფენას რეზინის ზედაპირზე, რომელიც ხელს უშლის ბზარების გაჩენას, გაყავისფრებას, ნაადრევ დაძველებას და დიდხანს იცავს რეზინს
✅ მდგრადია გარემო პირობების მიმართ და ინარჩუნებს ვიზუალურ ეფექტს ხანგრძლივად
გამოყენებამდე საბურავების საწმენდი საშუალება კარგად შეანჯღრიეთ
გაასუფთავეთ საბურავი ჭუჭყისგან
საბურავების საპრიალებელი საშუალება თხლად და თანაბრად შეასხურეთ საბურავის ზედაპირზე, აცადეთ გაშრობა (შეწოვა) და პროცესი დასრულებულია
დამუშავების დასრულების შემდეგ, შეამოწმეთ მუხრუჭები საშუალო სიჩქარით, რადგან მუხრუჭების ოპტიმალური მუშაობისთვის აუცილებელია ნებისმიერი სილიკონის ფენის მოშორება, რომელიც შესაძლოა დალექილიყო სამუხრუჭე დისკებზე
Senfineco არის გერმანული ბრენდი, რომელიც 2009 წლიდან აწარმოებს ავტომობილების მოვლის საშუალებებს, ზეთებსა და დანამატებს. მისი ასორტიმენტი მოიცავს 5000-ზე მეტ პროდუქტს, რომლებიც უზრუნველყოფენ ძრავის, საწვავის სისტემისა და მანქანის სხვა კომპონენტების ეფექტურ მუშაობას. ბრენდი გამოირჩევა გერმანული ხარისხითა და ინოვაციური ტექნოლოგიებით, რაც მას სანდო არჩევანს ხდის როგორც პროფესიონალებისთვის, ისე ყოველდღიური მომხმარებლებისთვის. Senfineco-ს პროდუქცია დღეს უკვე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი და მომხმარებელთა მაღალი ნდობით სარგებლობს