SENFINECO Germany სალონის უნივერსალური საწმენდი

პროდუქტის კოდი: 399895

₾20.00₾16.00

Senfineco Germany 9989 Cockpit Cleaner არის უნივერსალური ინტერიერის საწმენდი თითქმის ყველა ტიპის ზედაპირისთვის, რომელიც არა მხოლოდ წმენდს, არამედ იცავს. ის შექმნილია პლასტმასის, ტყავის, ვინილის და რეზინის ზედაპირების დასაცავად და გასაწმენდად. იგი აღადგენს თავდაპირველი/ორიგინალი სახის ბზინვარებას და ქმნის დამცავ პოლიმერულ ფენას, რომელიც არის UV-რეზისტენტული, ანტისტატიკური და წყალგაუმტარი. იდეალურია დეშბორდისთვის (ტორბედო), კარის პანელებისთვის და ინტერიერის სხვა ელემენტებისთვის

- ბრენდი/მოდელი: Senfineco S9989

- მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია

- შეფუთვის ტიპი: სპრეი

- მოცულობა: 650 მლ

- გამოყენების ზონა: ინტერიერი (სალონი)

✅ წმენდს და იცავს ზედაპირებს დაძველების, ბზარების და გამოშრობისგან. ინარჩუნებს ელასტიურობას და ესთეტიურ ვიზუალს

✅ სალონის საწმენდი აღადგენს ფერს, ბზინვარებას და ინტერიერი გამოიყურება როგორც ახალი

✅ უზრუნველყოფს ანტისტატიკურ თვისებებს და მტვერი აღარ ეწებება ზედაპირს

✅ ქმნის გამძლე და ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დამცავ, პოლიმერულ, გრძელვადიან მიკროსაფარს ზედაპირებზე და იცავს გახუნებისგან

✅ უზრუნველყოფს წყალგაუმტარ თვისებებს

✅ ქმნის სასიამოვნო სურნელს, სუფთა და კომფორტულ ატმოსფეროს

✅ არ შეიცავს ქლორს ან აცეტონს — უსაფრთხოა ზედაპირებისთვის

  • კარგად შეანჯღრიეთ გამოყენებამდე

  • ოპტიმალური შედეგის უზრუნველსაყოფად, თავდაპირველად დაიტანეთ პროდუქტი მშრალ ქსოვილზე და ჩემდეგ გაასუფთავეთ ინტერიერის ზედაპირები

Senfineco არის გერმანული ბრენდი, რომელიც 2009 წლიდან აწარმოებს ავტომობილების მოვლის საშუალებებს, ზეთებსა და დანამატებს. მისი ასორტიმენტი მოიცავს 5000-ზე მეტ პროდუქტს, რომლებიც უზრუნველყოფენ ძრავის, საწვავის სისტემისა და მანქანის სხვა კომპონენტების ეფექტურ მუშაობას. ბრენდი გამოირჩევა გერმანული ხარისხითა და ინოვაციური ტექნოლოგიებით, რაც მას სანდო არჩევანს ხდის როგორც პროფესიონალებისთვის, ისე ყოველდღიური მომხმარებლებისთვის. Senfineco-ს პროდუქცია დღეს უკვე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი და მომხმარებელთა მაღალი ნდობით სარგებლობს

www.senfineco.de