SENFINECO Germany შუქამრეკლი სითხე
პროდუქტის კოდი: 399550
₾28.00₾20.00
Senfineco-ს ამრეკლი პერმანენტული სპრეი სწრაფად გაშრობადი ლაქია სიბნელეში სინათლის არეკვლის უნარით. ეკვრის ზედაპირების და მასალების უმეტესობას და მდგრადია ქარის, წვიმის და ულტრაიისფერი სხივების მიმართ. იდეალურია როგორც დროებითი ასევე ხანგრძლივი გამოყენებისთვის. ის შესანიშნავია ავტომანქანებზე, ტექსტილზე, ველოსიპედებზე, სკუტერებზე, სამშენებლო ობიექტებზე, გზისპირა სამუშაოებზე და ნებისმიერ ტექნიკაზე გამოსაყენებლად, თუ ამის საჭიროება დგას დაბალი განათების პირობებში
- ბრენდი/მოდელი: Senfineco S9935
- მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
- ფერი: უფერული (გამჭვირვალე)
- მოცულობა: 200მლ
- გამოყენების მასალა: სხვადასხვა ტიპის ლითონი, პლასტმასი, ბეტონი, ტექსტილი, ხე, ქვა და ა.შ.
✅ დაბალი განათების პირობებში ირეკლავს მინათებას
✅ არ არის მომწამვლელი
✅ არის მუდმივი, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მისი მოშორება მარტივად არის შესაძლებელი სარეცხი საშუალებებით ან სპირტით
✅ ეკვრის ზედაპირების უმეტესობას და მდგრადია ქარის, წვიმის და ულტრაიისფერი სხივების მიმართ
✅ სინათლის არეკვლის მიზნით შესანიშნავია ტექსტილზე, ველოსიპედზე, სკუტერზე, სამშენებლო მოედნებზე, გზისპირა სამუშაოებსა და ნებისმიერ ტექნიკაზე
✅ არის სწრაფად გაშრობადი
დარწმუნდით, რომ შესასხურებელი ზედაპირი მშრალია
ძლიერად შეანჯღრიეთ პროდუქტი მინიმუმ 1 წუთის განმავლობაში
შენჯღრევის შემდეგ, დაუყოვნებლივ შეასხურეთ დაახლოებით 25 სმ მანძილიდან, თანაბარი მოძრაობებით. შესხურებისას პროდუქტი გეჭიროთ ვერტიკალურ მდგომარეობაში
ამრეკლავი ნიშნების და სიმბოლოების მარტივად შესაქმნელად გამოიყენეთ ამოჭრილი ტრაფარეტები
გამოყენების შემდეგ, 1-2 წამის განმავლობაში თავდაყირა გაფრქვევით გაწმინდეთ საქშენი
Senfineco არის გერმანული ბრენდი, რომელიც 2009 წლიდან აწარმოებს ავტომობილების მოვლის საშუალებებს, ზეთებსა და დანამატებს. მისი ასორტიმენტი მოიცავს 5000-ზე მეტ პროდუქტს, რომლებიც უზრუნველყოფენ ძრავის, საწვავის სისტემისა და მანქანის სხვა კომპონენტების ეფექტურ მუშაობას. ბრენდი გამოირჩევა გერმანული ხარისხითა და ინოვაციური ტექნოლოგიებით, რაც მას სანდო არჩევანს ხდის როგორც პროფესიონალებისთვის, ისე ყოველდღიური მომხმარებლებისთვის. Senfineco-ს პროდუქცია დღეს უკვე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი და მომხმარებელთა მაღალი ნდობით სარგებლობს