SENFINECO Germany ტყავის მოვლა და წმენდა

პროდუქტის კოდი: 399550

₾20.00

Senfineco S9955 ავტომანქანის ტყავის სალონის საწმენდი საშუალება არის სპეციალური, სასიამოვნო სურნელის მქონე პროდუქტი ავტომობილის ტყავის სალონის, ტყავის სავარძლების და ტყავის სხვა დეტალების ეფექტური წმენდისა და მოვლისთვის. იგი ეფექტურად აცილებს გარეგან დაბინძურებას და ამავდროულად, აქტიური ნივთიერებების ღრმა შეღწევის გზით ამტკიცებს ტყავის სტრუქტურას. Senfineco S9955  ავტომანქანის ტყავის სალონის მოვლის საშუალება აღადგენს ელასტიურობას, თავიდან აცილებს დეფორმაციას, დახეთქვასა და ტყავის ზედაპირის გამოშრობას. წარმოქმნის წყალგაუმტარ ფენას, რომელიც არ ხდის ზედაპირს სრიალას. არ შეიცავს საღებავებს და თავსებადია ნებისმიერი ფერის ტყავთან. იდეალურია ტყავის სალონის მქონე ნებისმიერი ავტომობილებისთვის, მათ შორის ისეთებისთვის, რომელთაც აქვთ სავარძლების გათბობა და ფოროვანი ტყავის ზედაპირი. შემადგენლობაში არსებული UV-ფილტრი იცავს ტყავის ზედაპირს მზისგან გახუნებისგან

- ბრენდი/მოდელი: Senfineco S9955

- მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია

- პროდუქტის ტიპი: ტყავის სალონის საწმენი და მოვლის საშუალება

- შეფუთვის ტიპი: სპრეი

- მოცულობა: 380 მლ

- გამოყენების ზონა: ტყავის სალონი, ტყავის სავარძლები და ტყავის სხვა დეტალები

✅ სრული მოვლა - Senfineco S9955 მანქანის ტყავის სალონის მოვლის საშუალება იდეალურია სალონისა და გლუვი ტყავის ნაკეთობების ეფექტური წმენდისა და მოვლისთვის

✅ სიღრმისეული აღდგენა - აქტიური ნივთიერებები აღწევენ ტყავის სტრუქტურაში, უბრუნებენ მას ელასტიურობას და ხელს უშლიან დეფორმაციას, დახეთქვასა და გამოშრობას

✅ UV ფილტრი - სპეციალური დამცავი ფენა იცავს ტყავს მზის სხივებისგან და ხელს უშლის ფერის გახუნებას

✅ უნივერსალური და უსაფრთხო - Senfineco S9955 მანქანის ტყავის სალონის საწმენდი სითხე არ შეიცავს საღებავებს, შესაბამისად იდეალურია ნებისმიერი ფერის ტყავისთვის. ასევე, "პერფორირებული" (დახვრეტილი) ტყავისთვის და სავარძლების გათბობის მქონე მანქანებისთვის

✅ წყალგაუმტარი ბარიერი - ქმნის დამცავ შრეს, რომელიც იგერიებს სითხეს, თუმცა არ ხდის ზედაპირს სრიალას

✅ სასიამოვნო არომატი - Senfineco S9955 მანქანის სალონის საწმენდი სითხე ტოვებს სისუფთავის და ტყავის ნაზ სურნელს

  • Senfineco S9955 ავტომანქანის ტყავის მოვლის საშუალება მცირე რაოდენობით დაიტანეთ სუფთა, მშრალ ქსოვილზე ან მიასხურეთ უშუალოდ ტყავის ზედაპირს

  • რბილი, წრიული მოძრაობებით გაანაწილეთ მანქანის ტყავის საწმენდი სითხე ტყავის ზედაპირზე

  • გააპრიალეთ (გაწმინდეთ) სუფთა და მშრალი ქსოვილით

Senfineco არის გერმანული ბრენდი, რომელიც 2009 წლიდან აწარმოებს ავტომობილების მოვლის საშუალებებს, ზეთებსა და დანამატებს. მისი ასორტიმენტი მოიცავს 5000-ზე მეტ პროდუქტს, რომლებიც უზრუნველყოფენ ძრავის, საწვავის სისტემისა და მანქანის სხვა კომპონენტების ეფექტურ მუშაობას. ბრენდი გამოირჩევა გერმანული ხარისხითა და ინოვაციური ტექნოლოგიებით, რაც მას სანდო არჩევანს ხდის როგორც პროფესიონალებისთვის, ისე ყოველდღიური მომხმარებლებისთვის. Senfineco-ს პროდუქცია დღეს უკვე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი და მომხმარებელთა მაღალი ნდობით სარგებლობს

www.senfineco.de