SENFINECO Germany დროსელის და სარქველების საწმენდი
პროდუქტის კოდი: 399727
₾17.00₾14.00
Senfineco S9972 არის მაღალი ხარისხის საწმენდი საშუალება, რომელიც შექმნილია დროსელის კორპუსებიდან, EGR სარქველებიდან, ტურბო დამტენებიდან და საწვავის ინჟექტორებიდან ჯიუტი ნადების მოსაშორებლად დაშლის გარეშე. მისი გაუმჯობესებული ფორმულა წამებში ხსნის ნალექებს, ზეთის ნარჩენებს, დამაბინძურებლებს და წებოვან ნალექებს, აღადგენს მოძრავი კომპონენტების ფუნქციონირებას და ამცირებს საწვავის მოხმარებას
- ბრენდი/მოდელი: Senfineco S9972
- მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
- შეფუთვა: სპრეი
- მოცულობა: 400მლ
- გამოყენების ზონა: დროსელი, ტურბო გამაძლიერებლი და გამონაბოლქვი აირის რეცირკულაციის (EGR) სარქველები
✅ მაღალი შეღწევადობის თვისებების წყალობით, დროსელის სამწმენდი აღწევს შემშვები სისტემის ძნელად მისადგომ ადგილებში დაშლის გარეშე
✅ აუმჯობესებს ძრავის მუშაობას, ხელს უწყობს უფრო სუფთა წვას და საწვავის მოხმარების შემცირებას
✅ არ ახდენს უარყოფით გავლენას პლასტმასზე, რეზინზე და საავტომობილო საღებავზე
✅ ორთქლდება სწრაფად და ნარჩენების გარეშე
✅ მეტად ეფექტურად ხსნის ფისოვან და ფისის მსგავს ნარჩენებს
✅ აშორებს ზეთისა და ცხიმის შემცველ დამაბინძურებლებს
✅ აღადგენს ყველა მოძრავი ნაწილის ფუნქციონირებას
✅ Senfineco S9972 გახდება თქვენთვის მეტად მისაღები ვიდრე "აბრო"
არ შეასხუროთ ჰაერის ნაკადის სენსორს და ინტერქულერს. არ გამოიყენოთ იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, სადაც ინტერქულერი ინტეგრირებულია შემშვებ კოლექტორში
თუ შემშვები კოლექტორი ზედმეტად დაბინძურებულია შესაძლოა საჭიროებდეს ხელით გაწმენდასაც
ძრავის სიჩქარე გააჩერეთ 1500-1800 ბრ/წთ-ზე დიზელის, ხოლო 2500-3000 ბრ/წთ-ზე ბენზინის ძრავის შემთხვევაში
შეასხურეთ პროდუქტი 10-ჯერ გამეორებით პირდაპირ შემშვებ კოლექტორში დიზელის ძრავის შემთხვევაში 1 - 2 წამიანი, ხოლო ბენზინის ძრავის შემთხვევაში 4 - 5 წამიანი ინტერვალებით
უმოქმედოდ ამუშავეთ ძრავი 3 - 4 წუთის განმავლობაში
გაიმეორეთ პროცესი პროდუქტის ბოლომდე დახარჯვამდე
დიზელის ძრავაზე მომუშავე ავტომანქანაზე, პროცედურის შემდეგ შეცვალეთ ძრავის ზეთი და ფილტრი (უმჯობესია პროცედურა განახორციელოთ ძრავის ზეთის შეცვლის წინ)
Senfineco არის გერმანული ბრენდი, რომელიც 2009 წლიდან აწარმოებს ავტომობილების მოვლის საშუალებებს, ზეთებსა და დანამატებს. მისი ასორტიმენტი მოიცავს 5000-ზე მეტ პროდუქტს, რომლებიც უზრუნველყოფენ ძრავის, საწვავის სისტემისა და მანქანის სხვა კომპონენტების ეფექტურ მუშაობას. ბრენდი გამოირჩევა გერმანული ხარისხითა და ინოვაციური ტექნოლოგიებით, რაც მას სანდო არჩევანს ხდის როგორც პროფესიონალებისთვის, ისე ყოველდღიური მომხმარებლებისთვის. Senfineco-ს პროდუქცია დღეს უკვე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი და მომხმარებელთა მაღალი ნდობით სარგებლობს