WUNSCHER Germany ელექტრო კონტაქტების საწმენდი
პროდუქტის კოდი: 870504
₾15.00
Wunscher W7050 კონტაქტების საწმენდი საშუალება წარმოადგენს სპეციალური გამხსნელებისა და კომპონენტების კომბინაციას, რომელიც განკუთვნილია ნებისმიერი ტიპის დაბინძურებული და კოროზირებული ელექტრო და ელექტრონული კონტაქტების სწრაფი და ეფექტური წმენდისა და ცხიმის მოცილებისთვის. პროდუქტი შექმნილია სატრანსპორტო საშუალებების ელექტრონიკის, შტეფსელური შეერთებების, კლემების, აალების გამანაწილებლების, გადამრთველების, აკუმულატორის კონტაქტებისა და აუდიო სისტემების კონტაქტრბის საწმენდად. იგი ნეიტრალურია პლასტმასის, რეზინისა და ლაქირებული ზედაპირების მიმართ
- ბრენდი/მოდელი: Wunscher W7050
- მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
- პროდუქტის ტიპი: ელექტრო კონტაქტების გამწმენდი და დამცავი სითხე
- შეფუთვა: აეროზოლი
- მოცულობა: 450 მლ
- გამოყენების ზონა: ავტომობილის ელექტრო და ელექტრონული სისტემები, კონტაქტები, შეერთების ადგილები (შტეკერები), კლემები, გადამრთველები, აკუმულატორის კონტაქტები, აუდიო მოწყობილობები
- ეფექტი: სწრაფი და ეფექტური წმენდა, დეგრიზირება (ცხიმის მოშორება) და კოროზიის მოცილება
✅ ღრმა შეღწევადობა - Wunscher W7050 ელექტრო კონტაქტების საწმენდი სითხე შესანიშნავად აღწევს, შლის და ეფექტურად აშორებს დაგროვილ დაბინძურებას და კოროზიას
✅ ეკონომიურობა - მარტივი და ეფექტური გამოყენება მცირე დანახარჯით
✅ სუფთა ზედაპირი - კონტროლირებადი აორთქლება ნალექის დატოვების გარეშე
✅ უსაფრთხო შემადგენლობა - Wunscher W7050 ელექტრო კონტაქტების და კლემების საწმენდი სითხე არ შეიცავს ქლორსა და აცეტონს; უსაფრთხოა ლაქისთვის, რეზინის, ნეილონისა და პლასტმასის დეტალებისთვის
✅ სერტიფიცირებული გამოყენება - დაშვებულია კვების მრეწველობის მოწყობილობებზე გამოსაყენებლად
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ მანქანის ელექტრო კონტაქტების გამწმენდი სითხე
უხვად მიასხურეთ გასაწმენდ დეტალებს 20-30 სმ-ის დაშორებით
კონტაქტების გამწმენდი და ჟანგის მოსაშორებელი სითხე სწრაფად ორთქლდება და არ ტოვებს კვალს
შენიშვნა: პროდუქტი არ არის განკუთვნილი საკვებ პროდუქტებთან უშუალო კონტაქტისთვის
Wünscher არის გერმანული პრემიუმ ბრენდი, რომელიც სპეციალიზებულია ავტო-სათადარიგო ნაწილების და ტექნიკური ქიმიის წარმოებაში. მისი პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით, ინოვაციური ტექნოლოგიებით და გამძლეობით, რაც მას პოპულარულს ხდის როგორც პროფესიონალ მექანიკოსებში, ისე ყოველდღიურ მომხმარებლებში.