WUNSCHER Germany ეპოქსიდური წებო პლასტმასის

პროდუქტის კოდი: 870917

₾16.00

Wunscher W7091 ორ კომპონენტიანი ეპოქსიდური წებო პლასტმასისთვის — განკუთვნილია PVC, ABS, PMMA, PET და აკრილის ნაწარმის პროფესიონალური, სწრაფი და საიმედო სტრუქტურული შეწებებისთვის 5 წუთის განმავლობაში. პროდუქტი ხასიათდება მაღალი მდგრადობით წყლის მიმართ და უზრუნველყოფს ზედაპირების მტკიცე კავშირს. W7091 ორ კომპონენტიანი პლასტმასის წებო ეპოქსიდი არის უნივერსალური გამოყენების და იდეალურია ბამპერების, ფარების, სპოილერების, უკანა ფარების, რადიატორების, სამაგრებისა და კრონშტეინების შესაკეთებლად. საშუალო სიბლანტისა და ოთახის ტემპერატურაზე სწრაფი ფიქსაციის წყალობით, მისი გამოყენება მარტივი და კომფორტულია

- პროდუქტის ტიპი: პლასტმასის ორ კომპონენტიანი ეპოქსიდური წებო

- ბრენდი/მოდელი: Wunscher W7091

- მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია

- სიმტკიცე: 120 კგ/სმ²

- ტემპერატურული მდგრადობა: +150°C

- წყლის მიმართ მდგრადობა: მაღალი

- მოცულობა: 30 გრ

- გამოყენების მასალა: PVC, ABS, PMMA, PET და აკრილი

- გამყარების დაწყება: < 5 წუთი

- პირველადი ფიქსაცია: < 30 წთ

- სრული გამყარება: 24 სთ

✅ სწრაფი მოქმედება — Wunscher W7091 2 კომპონენტიანი პლასტმასის წებო ეპოქსიდი 5 წუთში იწყებს გამყარებას

✅ მაღალი სიმტკიცე და ელასტიურობა — მდგრადია დარტყმითი და გამჭიმავი დატვირთვების მიმართ

✅ წყალგამძლე — W7091 პლასტმასის ორ კომპონენტიანი წებო, წყლის მიმართ ხასიათდება მაღალი მდგრადობით და შესაფერისია როგორც შიდა, ისე გარე სამუშაოებისთვის

✅ მრავალფუნქციური — Wunscher  პლასტმასის ეპოქსიდი გამოიყენება სხვადასხვა ტიპის პლასტიკური ნაწარმის ზედაპირზე

✅ მარტივი გამოყენება — 2 კომპონენტიანი პლასტმასის წებო მარტივია შესარევად და დასატანად

საუკეთესო შედეგისთვის გაასუფთავეთ დეტალები და მოაშორეთ სხვადასხვა ცხიმი. გლუვი ზედაპირების შემთხვევაში დაამუშავეთ ზუმფარით (შკურკით). მოხსენით თავსახურები წებოს ორივე კომპონენტს. ამოწურეთ ორივე ტუბიდან თანაბარი რაოდენობა და კარგად აურიეთ ერთგვაროვანი ფერის მიღებამდე. თხელი ფენა სწრაფად დაიტანეთ შესაწებებელი დეტალის ორივე ზედაპირზე და დაუყოვნებლივ შეაერთეთ ისინი ერთმანეთს. ზედმეტი მასა მოაშორეთ დაუყოვნებლივ. მნიშვნელოვანია, რომ დამუშავების დრო შედაგენდეს 5 წუთზე ნაკლებს

Wünscher არის გერმანული პრემიუმ ბრენდი, რომელიც სპეციალიზებულია ავტო-სათადარიგო ნაწილების და ტექნიკური ქიმიის წარმოებაში. მისი პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით, ინოვაციური ტექნოლოგიებით და გამძლეობით, რაც მას პოპულარულს ხდის როგორც პროფესიონალ მექანიკოსებში, ისე ყოველდღიურ მომხმარებლებში.

www.wunscher.de