WUNSCHER Germany კონდიციონერის საწმენდი აეროზოლი

პროდუქტის კოდი: 871600

₾16.00

შენი ავტომობილის სალონი იმსახურებს სისუფთავეს, სურნელოვან გარემოს და დაცულ ჰაერის სისტემას. Wünscher Germany W7160 კონდიციონერის სისტემის საწმენდი არის აეროზოლური გამწმენდი, რომელიც ეფექტურად აშორებს ბაქტერიებს, ობს და უსიამოვნო სუნს კონდიციონერის სისტემიდან, სავენტილაციო არხებიდან და ავტომობილის ინტერიერის ღრმა ადგილებდან — დაშლის გარეშე. გამოყენების შემდეგ Wünscher Germany W7160 კონდიციონერის საწმენდი ტოვებს სასიამოვნო ციტრუსის სურნელს და ქმნის სუფთა ატმოსფეროს

- ბრენდი/მოდელი: Wunscher W7160

- მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია

- შეფუთვის ტიპი: აეროზოლი

- მოცულობა: 200 მლ

- გამოყენების ზონა: გათბობა-გაგრილების სისტემები

✅ მარტივად და მყისიერად აშორებს ბაქტერიებს, ობს და მათ მიერ გამოწვეულ უსიამოვნო სუნს მანქანის კონდიცირების სისტემებში, ვენტილაციის მილებში და მანქანის სალონში. ახდენს ჰაერის გაწმენდას

✅ Wunscher მანქანის გათბობა-გაგრილების საწმენდი არის მარტივად გამოსაყენებელი, არ საჭიროებს წინასწარ მტვრისგან დასუფთავებას ან მტვრის ფილტრის დაშლას. შეასხურე, დაელოდე და ისიამოვნე სუფთა ჰაერით

✅ აქვს სასიამოვნო, ციტრუსის სურნელი, რაც ქმნის კომფორტულ ატმოსფეროს ავტომანქანის სალონში

  • ჩართეთ ძრავა და გააჩერეთ ჩართული

  • ჩართეთ კონდიციონერი. ტემპერატურა მაქსიმალურად ცივი, ჰაერის ნაკადი მაქსიმუმი და რეცირკულაცია დახურულ წრეზე

  • ჰაერის განაწილება მიმართეთ საქარე მინაზე

  • კარგად შეანჯღრიეთ პროდუქტი 15-30 წამის განმავლობაში

  • განათავსეთ პროდუქტი მგზავრის ფეხების ადგილზე

  • ძლიერად დააჭირეთ შესასხურებელ თავს, სანამ არ ჩაიკეტება

  • ძრავი ჩართულია, კარები/ფანჯრები დახურულია პირველი 10 წუთის განმავლობაში და ღიაა შემდეგი 10 წუთის განმავლობაში

Wünscher არის გერმანული პრემიუმ ბრენდი, რომელიც სპეციალიზებულია ავტო-სათადარიგო ნაწილების და ტექნიკური ქიმიის წარმოებაში. მისი პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით, ინოვაციური ტექნოლოგიებით და გამძლეობით, რაც მას პოპულარულს ხდის როგორც პროფესიონალ მექანიკოსებში, ისე ყოველდღიურ მომხმარებლებში.

www.wunscher.de