WUNSCHER Germany ტრანსმისიის და საჭის ჰიდრავლიკის ზეთი ATF DEXTRON-VI
პროდუქტის კოდი: 881203
₾32.00
Wunscher W8105 ATF Dexron-VI არის ტრანსმისიის და საჭის ჰიდრავლიკის სითხე, რომელიც განკუთვნილია საჭის ჰიდრავლიკური გამაძლიერებლებისთვის, ბრუნვის მომენტის გადამცემებისთვის, მექანიკური და ავტომატური ტრანსმისიებისთვის და სხვადასხვა ინდუსტრიული დანიშნულებისთვის. პროდუქტი უზრუნველყოფს სრულყოფილ მუშაობას ექსტრემალურ საექსპლუატაციო პირობებსა და ტემპერატურის დიდ მერყეობის დროს. სრულად თავსებადია წინა თაობის Dexron-II და Dexron-III სპეციფიკაციის სითხეებთან
- ბრენდი/მოდელი: Wunscher W8120
- მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
- პროდუქტის ტიპი: ATF Dexron-VI – ტრანსმისიის და საჭის ჰიდრავლიკური სითხე
- მოცულობა: 1 ლიტრი
- გამოყენების ზონა: საჭის ჰიდრავლიკური სისტემა, ავტომატური და მექანიკური გადაცემათა კოლოფები
- თავსებადობა: ყველა სისტემა რომელზეც მწარმოებლის მიერ მითითებულია Dexron-VI ან წინა თაობის Dexron-II და Dexron-III სტანდარტი
✅ თერმული სტაბილურობა - Wunscher W8120 ტრანსმისიის და საჭის ჰიდრავლიკური ზეთი ინარჩუნებს სიბლანტეს მაღალ და დაბალ ტემპერატურაზე
✅ მრავალფეროვნება - გამოიყენება როგორც საჭის ჰიდრავლიკის სისტემებში, ისე ავტომატურ კოლოფებში. ანაცვლებს და დამატების შემთხვევაშიც თავსებადია ყველა იმ სისტემასთან და სითხესთან რომელზეც მწარმოებლის მიერ მითითებულია Dexron-VI ან წინა თაობის Dexron-II და Dexron-III სტანდარტი, არ აზიანებს სისტემას
✅ დაცვა - Wunscher W8120 ATF ზეთი იცავს დეტალებს ცვეთისა და კოროზიისგან
✅ ეფექტი - უზრუნველყოფს საჭის ჰიდრავლიკური მექანიზმების და ტრანსმისიის გამართულ მუშაობას ექსტრემალურ პირობებში და ტემპერატურის დიდი მერყეობისას
✅ სტაბილური მუშაობა – უზრუნველყოფს თანაბარ წნევას და ხახუნისგან დაცვას
Wunscher W8120 ტრანსმისიის და საჭის ჰიდრავლიკური ზეთი ATF DEXTRON-VI აკმაყოფილებს წამყვანი მწარმოებლების მოთხოვნებსა და სტანდარტებს:
JASO 1A
Allison C4
Ford Mercon LV
Hyundai SP-IV
Kia SP-IV
MB 236.12/236.14/236.41
BMW ATF 3+
Nissan Matic S
Porsche P/N 000 043 304 00
Toyota Type WS
VW/Audi G052 533/ G055 005/ G055 540 და სხვა
Wünscher არის გერმანული პრემიუმ ბრენდი, რომელიც სპეციალიზებულია ავტო-სათადარიგო ნაწილების და ტექნიკური ქიმიის წარმოებაში. მისი პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით, ინოვაციური ტექნოლოგიებით და გამძლეობით, რაც მას პოპულარულს ხდის როგორც პროფესიონალ მექანიკოსებში, ისე ყოველდღიურ მომხმარებლებში.