WUNSCHER Germany ტრანსმისიის და საჭის ჰიდრავლიკის ზეთი ATF DEXTRON-III
პროდუქტის კოდი: 881050
₾24.00
Wunscher W8105 ATF Dexron-III არის ტრანსმისიის და საჭის ჰიდრავლიკის სითხე, რომელიც განკუთვნილია საჭის ჰიდრავლიკური გამაძლიერებლებისთვის, ბრუნვის მომენტის გადამცემებისთვის, მექანიკური და ავტომატური ტრანსმისიებისთვის და სხვადასხვა ინდუსტრიული დანიშნულებისთვის. პროდუქტი უზრუნველყოფს სრულყოფილ მუშაობას ექსტრემალურ საექსპლუატაციო პირობებსა და ტემპერატურის დიდ მერყეობის დროს
- ბრენდი/მოდელი: Wunscher W8105
- მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
- პროდუქტის ტიპი: ATF Dexron-III – ტრანსმისიის და საჭის ჰიდრავლიკური სითხე
- მოცულობა: 1 ლიტრი
- გამოყენების ზონა: საჭის ჰიდრავლიკური სისტემა, ავტომატური და მექანიკური გადაცემათა კოლოფები
- თავსებადობა: ყველა სისტემა რომელზეც მწარმოებლის მიერ მითითებულია Dexron-III სტანდარტი
✅ თერმული სტაბილურობა - Wunscher W8105 ტრანსმისიის და საჭის ჰიდრავლიკური ზეთი ინარჩუნებს სიბლანტეს მაღალ და დაბალ ტემპერატურაზე
✅ მრავალფეროვნება - გამოიყენება როგორც საჭის ჰიდრავლიკის სისტემებში, ისე ავტომატურ კოლოფებში. დამატების შემთხვევაში თავსებადია ყველა იმ სისტემასთან და სითხესთან რომელზეც მწარმოებლის მიერ მითითებულია Dexron-III სტანდარტი, არ აზიანებს სისტემას
✅ დაცვა - Wunscher W8105 ATF ზეთი იცავს დეტალებს ცვეთისა და კოროზიისგან
✅ ეფექტი - უზრუნველყოფს საჭის ჰიდრავლიკური მექანიზმების და ტრანსმისიის გამართულ მუშაობას ექსტრემალურ პირობებში და ტემპერატურის დიდი მერყეობისას
✅ სტაბილური მუშაობა – უზრუნველყოფს თანაბარ წნევას და ხახუნისგან დაცვას
Wunscher W8105 ტრანსმისიის და საჭის ჰიდრავლიკური ზეთი ATF DEXTRON-III აკმაყოფილებს წამყვანი მწარმოებლების მოთხოვნებსა და სტანდარტებს:
Allison: C4 (ATF III H)
Ford: Mercon® V / WSS-M2C919-E / WSS-M2C202-B
Mercedes-Benz (MB): 236.1 / 236.5 / 236.6 / 236.9 / 236.10
MAN: 339 TYP V1 / Z1 / Z2
ZF: TE-ML 02F/03D/04D/05L/14A/14B/16L/16R/17C/20B/25B
Volvo: 97341 / 1161521 / 1161621
Caterpillar: TO-2
Nissan და სხვა
Wünscher არის გერმანული პრემიუმ ბრენდი, რომელიც სპეციალიზებულია ავტო-სათადარიგო ნაწილების და ტექნიკური ქიმიის წარმოებაში. მისი პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით, ინოვაციური ტექნოლოგიებით და გამძლეობით, რაც მას პოპულარულს ხდის როგორც პროფესიონალ მექანიკოსებში, ისე ყოველდღიურ მომხმარებლებში.